წარმოების მენეჯერი

ქედის მუნიციპალიტეტი სრული განაკვეთი კახური ტრადიციული მეღვინეობა
მივლინება: არა
ენები: ინგლისური, რუსული
წარმოება/ოპერაციები: წარმოება/ოპერაციების დაგეგმვა
"კახური ტრადიციული მეღვინეობა" ღვინისა და სპირტიანი სასმელების მწარმოებელი ერთ-ერთი უმსხვილესი კომპანიაა კავკასიის რეგიონში. კომპანია დაფუძნდა 2001 წელს. KTW ჯგუფის მიზანია, შეინარჩუნოს ღვინის ძველი უნიკალური გემო, შერწყმული თანამედროვე ტექნოლოგიებთან, შექმნას საკუთარი ხელწერა და სტილი მსოფლიოს მასშტაბით. KTW ჯგუფი ორიენტირებულია მუდმივ ზრდასა და განვითარებაზე.

შ.პ.ს. ,,კახური ტრადიციული მეღვინეობა“ აცხადებს ვაკანსიას შვილობილი კომპანიისთვის წარმოების მენეჯერის პოზიციაზე.
მდებარეობა: ქედა
სამუშაო გრაფიკი: სრული

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
  • წარმოებაში მენეჯერულ პოზიციაზე მუშაობის 5 წლიანი გამოცდილება;
  • წარმოების პროცესების ცოდნა;
  • ნედლეულის და დამხმარე მასალების შესყიდვების გამოცდილება;
  • ინგლისური და რუსული ენების საკომუნიკაციო დონეზე ცოდნა;

ფუნქციები და მოვალეობები:
  • წარმოების ზრდა;
  • დაქვემდებარებაში მყოფი თანამშრომლების გეგმების შედგენა, ზედამხედველობა და კონტროლი;
  • სამუშაო პროცესის დაგეგმვა-ანალიზი;
  • წარმოების პროცესების კონტროლი;
  • საწარმოს თანამშრომლების საქმიანობის მითითებების მიცემა;
  • საწარმოო პროცესისათვის საჭირო დოკუმენტაციის შექმნა/მართვა.

უნარ-ჩვევები:
  • კომუნიკაბელურობა;
  • მოლაპარაკების წარმოების უნარი;
  • ენერგიულობა და შრომისმოყვარეობა; 
  • გუნდური მუშაობის უნარი;
  • პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა.

დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ (CV), ელ-მისამართზე: hr@ktw.ge და სათაურის ველში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება ,,წარმოების საოპერაციო ხელმძღვანელი“
კანდიდატის განხილვა მოხდება მისი მონაცემების დამუშავებისა და მასთან გასაუბრების საფუძველზე.
სააპლიკაციო ფორმები მიიღება 2024  წლის 29 სექტემბრის ჩათვლით.

,,თქვენ მიერ გაგზავნილი რეზიუმე, "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად, შესაძლოა, შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს, მათ შორის განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემებსაც.  რეზიუმეს გამოგზავნის შემთხვევაში, გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ კომპანიის მიერ მუშავდება თქვენი პერსონალური მონაცემები ( 1 წლის განმავლობაში) შემდგომში თანამშრომლობის მიზნით.”