შრომის უსაფრთხოების სპეციალისტი
2xP PRIORITY MBG Safety
თარიღები: 29 აგვ - 27 სექ
მდებარეობა: თბილისი
დასაქმების ფორმა: სრული განაკვეთი
მივლინება: არა
ხელფასი: 1500
განათლება: ბაკალავრი
მართვის მოწმობა: B1
ხარისხის კონტროლი, გარემოს დაცვა, უსაფრთხოება:  შრომის უსაფრთხოების სპეციალისტი
ელ.ფოსტა გამოხმაურებისთვის: safety@mb.ge

MBG Safety აცხადებს ვაკანსიას თბილისში შრომის უსაფრთხოების სპეციალისტის პოზიციაზე.


MBG Safety წარმოადგენს MBG ჯგუფის წევრ კომპანიას, რომელიც უზრუნველყოფს ჯანმრთელობისა და უსაფრთხოების დაცვას ყველა ეკონომიკურ სფეროში. ამჟამად ემბიჯი სეიფთი მთელი ქვეყნის მასშტაბით 300-ზე მეტ კომპანიასთან პარტნიორობს. თუკი გსურთ გახდეთ მეგობრული და განვითარებაზე ორიენტირებული გუნდის წევრი, მაშინ ეს ვაკანსია თქვენთვისაა.


მოთხოვნები:

  • სასურველია მინიმუმ 1 წლიანი სამუშაო გამოცდილება აღნიშნულ სფეროში;
  • შრომის უსაფრთხოების სერთიფიკატის ან დიპლომის ფლობა;
  • Microsoft Office-ის სამომხმარებლო დონეზე ცოდნა;
  • უპირატესობა მიენიჭებათ კანდიდატებს, რომლებსაც აქვთ მართვის მოწმობა და ჰყავთ საკუთარი ავტომობილი (საწვავის ხარჯს კომპანია აანაზღაურებს).


რას გთავაზობთ ჩვენ?

  • ანაზღაურება 1500 ლარიდან (გამოცდილების მიხედვით);
  • ჯანმრთელობის დაზღვევა;
  • სტანდარტული გრაფიკი;
  • მეგობრული გარემო.


დაინტერესების შემთხვევაში, გამოგვიგზავნეთ რეზიუმე (CV) ელ. ფოსტაზე: safety@mb.ge. წერილის სათაურის ველში, გთხოვთ, მიუთითოთ პოზიციის დასახელება და ფილიალი - „შრომის უსაფრთხოების სპეციალისტი - თბილისი“.

MBG Safety გისურვებთ წარმატებას!