სილამაზის კონსულტანტი

თბილისი სრული განაკვეთი L’Occitane Group
მივლინება: არა
განათლება: ბაკალავრი
გაყიდვები: გაყიდვების კონსულტანტი
ფრანგული კოსმეტიკური ბრენდი „ლოქსიტანი“ აცხადებს ვაკანსიას მაღაზიის „სილამაზის  კონსულტანტის“ პოზიციაზე, ქ.თბილისში

მთელს მსოფლიოში ფრანგული კოსმეტიკური ბრენდის -  𝐋’𝐎𝐜𝐜𝐢𝐭𝐚𝐧𝐞-ის გუნდის წევრობაზე ძალიან ბევრი ახალგაზრდა მანდილოსანი ოცნებობს. ახლა უკვე საქართველოში, ქ. თბილისში გაქვთ საშუალება, გახდეთ ჩვენი ბრენდის კონსულტანტი, რომელიც შექმნილია ბედნიერებისა და სილამაზისთვის!
ფრანგული პარფიუმერიის კოსმეტიკური ბრენდი „ლოქსიტანი“, რომელიც 1976 წელს შეიქმნა, მსოფლიოს მასშტაბით 𝟗𝟑 ქვეყანაში 𝟑 𝟎𝟎𝟎-ზე მეტ ბუტიკს აერთიანებს. „ლოქსიტანის“ პირველი მაღაზიის კარი 𝟏𝟗𝟖𝟏 წელს პროვანსში გაიღო და დღესდღეობით მდებარეობს ისეთ პრესტიჟულ ქალაქებში, როგორებიცაა: პარიზი, ნიუ-იორკი, ჰონგ-კონგი და ტოკიო.  საქართველოს ბაზარზე წარმოდგენილია 2012 წლიდან და დღეს „ლოქსიტანის“ ყვითელი, კაშკაშა ბუტიკები მდებარეობს ქ.თბილისში: ი.ჭავჭავაძის გამზ.#𝟒𝟎-ში, საბურთალოს სითი მოლსა და გალერეა თბილისში. სულ მალე კი „ლოქსიტანის“ ბუტიკი წარმოდგენილი იქნება ქ.ბათუმში.
„ლოქსიტანი“-ს მთავარი ამოცანაა უზრუნველყოს მომხმარებლისთვის საუკეთესო ხარისხის მომსახურეობის მიწოდება,ხოლო თანამშრომლებისთვის საუკეთესო სამუშაო გარემოს შექმნა. კომპანია  გამუდმებით ზრუნავს თანამშრომლების პროფესიონალიზმის ამაღლებასა და სწავლებაზე, რადგან ჩვენი სიძლიერე მაღალკვალიფიციურ და მოტივირებულ პერსონალშია. 
თუ ხართ განვითარებაზე ორინტირებული და გსურთ იმოგზაუროთ სილამაზის სამყაროში შემოუერთდით  ჩვენს გუნდს.

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:
  • პროდუქციის ცნობადობის ამაღლება და რეალიზაციის სტიმულირება;
  • სამუშაოს შესრულება გლობალური სტრატეგიისა და  ბრენდის სტანდარტების გათვალისწინებით;
  • მაღაზიაში დაგეგმილი სხვადასხვა ღონისძიებებში მონაწილეობა;
  • ბრენდების თაროებზე განლაგების კონტროლი და მონიტორინგი;
  • მაღაზიაში შემოსული მომხმარებლისთვის კონსულტაციის გაწევა; 

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
  • უმაღლესი ან პროფესიული განათლება/ დამამთავრებელი კურსის სტუდენტი
  • კომპიუტერული პროგრამების საბაზისო დონეზე ცოდნა;
  • კანდიდატები განიხილებიან სამუშაო გამოცდილების გარეშეც;

პიროვნული უნარები და მოთხოვნები:
  • მომხმარებელზე და მომსახურებაზე ორიენტირებულობა;
  • ეფექტური კომუნიკაბელურობა, ორგანიზებულობა;
  • პროდუქციის პრეზენტაციის და  ეფექტური წარდგენის უნარი
  • პრეზენტაბელური და დისციპლინალური;
  • პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
  • დეტალებზე ორიენტირებული;
  • ინდივიდუალური და გუნდური მუშაობის უნარი

ჩვენ გთავაზობთ:
  • სტაბილურ და სასიამოვნო სამუშაო გარემოს,
  • პროფესიული და კარიერული ზრდის შესაძლებლობას
  • საინტერესო და სამოტივაციო აქტივობებს;
  • მზარდ ანაზღაურებას.
  • მრავალფეროვან საბონუსე სისტემას;
  • კორპორატიულ დაზღვევას;
  • აუზის და ფიტნესის აბონიმენტი და სხვა

სამუშაო ადგილი: ქ.თბილისი
სამუშაო გრაფიკი: კვირაში 5 სამუშაო დღე,  2 დღე დასვენება; 8 საათიანი სამუშაო გრაფიკი ცვლებში

დაინტერესებულ პირებს ვთხოვთ, გამოგვიგზავნონ CV ფოტო-სურათით მისამართზე: vacancy@luxart.ge (ფოტო-სურათის გარეშე CV არ განიხილება): გთხოვთ, ველში Subject მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება „სილამაზის კონსულტანტი“ ქ.თბილისში.
აღნიშნულ ვაკანსიაზე მონაცემების გაგზავნით ადასტურებთ, რომ თანახმა ხართ, კომპანიამ „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ კანონის ფარგლებში შეაგროვოს, დაამუშავოს და შეინახოს წარდგენილი ინფორმაცია (CV) თქვენი დასაქმებისთვის საჭირო პროცედურების წარმართვის მიზნით. პერსონალური მონაცემები გამოყენებული იქნება მხოლოდ აღნიშნული მიზნისთვის და თქვენი თანხმობის გარეშე არ გადაეცემა მესამე პირს.
გისურვებთ წარმატებას!