თუ ხარ გაყიდვების მგელი ეს ვაკანსია შენთვისაა!
ცხელი ახალი სტარტაპი ეძებს დამატებით, მონდომებულ გაყიდვების აგენტს, რომლის მოვალეობა იქნება: უპასუხოს შემოსულ მესიჯებს, ზარებს და გააფორმოს შეკვეთები.
კლიენტების მოძებნა არ იქნება თქვენი ვალდებულება, მხოლოდ პასუხობთ შემოსულ ზარებს და მესიჯებს.
ხელფასი იქნება ფიქსირებული + მზარდი საკომისიო ბონუსი + ინდივიდუალური და გუნდური ბონუსები.საშუალო ხელფასი არის 1500-1600 ლარი. შესაბამისი მონდომების ხარჯზე შესაძლოა 2000+ ლარის გამომუშავებაც.
არ გაგიყიდია არასდორს? ეგეც არაუშავს, გამოცდილება სასურველია მაგრამ არა გადამწყვეტი. ასე რომ თუ სულით მგელი ხარ, დანარჩენს ყველაფერს ისწავლი და წარმატებული იქნები.
ჩვენ გთავაზობთ:
- მაღალ ანაზღაურებად საბონუსე სისტემას
- მეგობრულ და განვითარებაზე ორიენტირებულ სამუშაო გარემოს
- მოქნილ სამუშაო გრაფიკს
- დისტანციურად მუშაობის საშუალებას
- პროდუქციაზე ფასდაკლებას და საჩუქრებს
ძირითადი მოთხოვნები:
- ვეძებთ მოტივირებულ, მონდომებულ, ამბიციურ და პროფესიონალ ადამიანებს!
- მომსახურების და გაყიდვების სფეროში სამუშაო გამოცდილება სასურველია
- პასუხისმგებლობა, ორგანიზებულობა და პუნქტუალურობა აუცილებელია
დაინტერესების შემთხვევაში გამოაგზავნეთ თქვენი
CV/რეზიუმე შემდეგი ელ. ფოსტის მისამართზე: hello@caligen.us