იმპორტისა და შესყიდვების სპეციალისტი

ბათუმი სრული განაკვეთი ელთ ბილდინგი
მივლინება: არა
ენები: ინგლისური, რუსული
შესყიდვები: შესყიდვები(ზოგადი) ლოგისტიკა/ტრანსპორტი: იმპორტ-ექსპორტის ადმინისტრირება
სამშენებლო-დეველოპერული კომპანია “ელთ ბილდინგი“ აცხადებს ვაკანსიას ,,იმპორტისა და შესყიდვების სპეციალისტის“ თანამდებობაზე. 
კომპანია ბაზარზე შემოვიდა 2017 წელს და მალევე დაიმკვიდრა სანდო პარტნიორის რეპუტაცია. კომპანიის მიზანია, დანერგოს მშენებლობის ახალი სტანდარტი, სადაც ყველა მომხმარებელი პარტნიორია. უძრავი ქონების ჩვენთან შეძენით, მომხმარებელმა მიიღოს კომფორტული ცხოვრების და დასვენების პირობები. ამის შესაძლებლობას იძლევა ,,ახალი უბნის“ კონცეფცია, სადაც გათვალისწინებულია, კვლევის საფუძველზე მიღებული შედეგები, მომხმარებელთა კმაყოფილების და საჭიროებების შესახებ. 

სამუშაო გრაფიკი:  სრული (კვირაში 40სთ)
ლოკაცია:  ბათუმი
ანაზღაურება: 3000 ლარიდან 

ჩვენი შემოთავაზებაა:
  • კომფორტული სამუშაო გარემო;
  • კარიერული განვითარების და წინსვლის შესაძლებლობა;
  • ჯანმრთელობის დაზღვევა;
  • მენეჯმენტის და გუნდის მხრიდან მუდმივი მხარდაჭერა;
  • წახალისების სისტემა

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:
  • კომპანიის საჭიროებიდან გამომდინარე შესყიდვების დაგეგმვა და ორგანიზება; 
  • ბაზრის შესწავლა, კონკრეტული მომწოდებლისა და პროდუქციის მოძიება, მომსახურების ფასის და მოლაპარაკებების წარმოება; 
  • მომწოდებლებთან ვერბალური და წერილობითი ყოველდღიური კომუნიკაცია; 
  • მარაგების მონიტორინგი და შესყიდვების გეგმის შედგენა 
  • ლოჯისტიკა, სატრანსპორტო კომპანიებთან ერთად, ოპტიმალური გადაზიდვების დაგეგმვა, მართვა, მონიტორინგი. 
  • შესყიდვების ყოველკვირეული და ყოველთვიური რეპორტის მომზადება მენეჯმენტისათვის; 
  • შესყიდვებისათვის საჭირო დოკუმენტაციის/საბუთების წარმოება და პროგრამული ასახვა; 
  • საგარანტიო შემთხვევების მწარმოებლის მიერ ანაზღაურების და სტატუსის მონიტორინგი; 
  • იმპორტისა და განბაჟებისთვის საჭირო დოკუმენტაციის ორგანიზება; 
  • განბაჟებისა და ტექნიკის მომსახურების სააგენტოში გაფორმება; 
  • სატენდერო დოკუმენტაციის მომზადება

ძირითადი საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
  • გამართული მეტყველების უნარი;
  • ინგლისური და რუსული ენის ცოდნა B2 დონეზე (სავალდებულოა);
  • მინიმუმ 1 წლიანი გამოცდილება შესყიდვების მიმართულებით;
  • მინიმუმ 1 წლიანი გამოცდილება სატენდერო პროექტებზე მუშაობის მიმართულებით;
  • კომპიუტერული პროგრამების კარგად ცოდნა.

პიროვნული თვისებები და მახასიათებლები:
  • მოტივირებული;
  • პოზიტიური;
  • კომუნიკაბელური;
  • დისციპლინირებული/პუნქტუალური;
  • პასუხისმგებლიანი;
  • მოლაპარაკების წარმოების უნარი;
  • დარწმუნებულის უნარი;
  • დროის მენეჯმენტის წარმოების უნარი.

დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, გამოაგზავნოთ CV  ფოტოსურათთან ერთად ელექტრონული ფოსტის შემდეგ მისამართზე: vacancy@eltbg.com   გთხოვთ, მიუთითოთ ვაკანტური პოზიციის დასახელება იმპორტისა და შესყიდვების სპეციალისტის, რათა მოხდეს თქვენი რეზიუმეს განხილვა. დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან, რომლებიც გაივლიან გასაუბრების ორ ეტაპს.
თუ თქვენ ხართ დაინტერესებული კარიერული განვითარებითა და გაქვთ პრაქტიკული გამოცდილება იმპორტისა და შესყიდვების სფეროში,  თქვენი ადგილი, ჩვენს გუნდშია.
წარმატებებს გისურვებთ!