მოლარე

ლაგოდეხი სრული განაკვეთი ქართული კრედიტი
მივლინება: არა ხელფასი: 625
საბანკო: მოლარე (საბანკო)
მიკროსაფინანსო  ორგანიზაცია სს მისო „ქართული კრედიტი“ დაფუძნდა  2006 წელს და მას შემდეგ წარმატებით  ფუნქციონირებს ქართულ ფინანსურ ბაზარზე. დღეისათვის „ქართული კრედიტი“ საქართველოს მასშტაბით არსებული 6 ფილიალის საშუალებით საფინანსო მომსახურებას სთავაზობს მიკრო და მცირე მეწარმეებს / საწარმოებს და საოჯახო მეურნეობებს. 
მიკროსაფინანსო ორგანიზაცია მისო „ქართული კრედიტი“ აცხადებს ვაკანსიას შემდეგ თანამდებობაზე: მოლარე 
ადგილმდებარეობა: ლაგოდეხის ფილიალი
რეზიუმეს გამოგზავნის ბოლო ვადა: 10 სექტმებერი, 2024 წელი

ფუნქცია მოვალეობები:
  • სალაროს გახსნა შესაბამისი ინსტრუქციის მიხედვით;
  • მომხმარებლების საკასო და საოპერაციო  მომსახურება;
  • მარტივი სესხის გაცემა და შესაბამისი პროცედურების შესრულება;
  • დღის ბოლოს სალაროს ნაშთის გადათვლა და პროგრამულ ბალანსთან შედარება, დანაკლისი/ზედმეტობის აღმოჩენის შემთხვევაში შესაბამისი აქტის შედგენა და ბუღალტრული გატარებები;
  • ძვირფასი თვლებისა და ლითონების შეფასება, მიღება (შეფასების პროცესთან დაკავშირებული პროცესის სრულად ცოდნა);
  • სალომბარდე სესხების გაცემა;

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
  • სასურველია უმაღლესი განათლება ფინანსების განხრით;
  • აუცილებელია სამუშაო გამოცდილება ანალოგიურ პოზიციაზე ფინანსურ ორგანიზაციაში;
  • აუცილებელია კომპიუტერული საოფისე პროგრამების სამომხმარებლო დონეზე ცოდნა;
  • სასურველია ძვირფასი ლითონების შემფასებლად მუშაობის გამოცდილება;

აუცილებელი უნარები:
  • დეტალებზე ორიენტირებულობა;
  • კომუნიკაბელურობა, თავაზიანობა;
  • გუნდში მუშაობის უნარი;
  • საქმისადმი პატიოსანი დამოკიდებულება და პროფესიული ეთიკა.

პოზიციის პირობები:
  • ანაზღაურება -  საგამოცდო პერიოდში (3 თვე) დარიცხული 625 ლარი + ბონუსი, საგამოცდო ვადის შემდეგ დარიცხული 750 ლარი + ბონუსი;
  • კორპორატიული ნომერი;
  • სამუშაო გრაფიკი - ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით, 09:30-17:30 საათამდე, ყოველი თვის ბოლო შაბათი 10:00-14:30 საათამდე.

დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, გამოაგზავნეთ თქვენი რეზიუმე შემდეგ მისამართზე: vacancy@geocredit.ge 
გთხოვთ, წერილის სათაურში (subject) მიუთითოთ პოზიციის სახელწოდება, წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი კანდიდატურა არ განიხილება. 
პერსონალური მონაცემების დამუშავება განხორციელდება სს მისო “ქართული კრედიტის” მიერ, რომელიც მოქმედებს პერსონალურ მონაცემთა დაცვის მოქმედ კანონმდებლობასთან შესაბამისობაში. პერსონალური მონაცემების დამუშავების მიზანია კანდიდატის შესაბამისობის დადგენა არსებულ/სამომავლო ვაკანსიის მოთხოვნებთან, დასაქმების თაობაზე გადაწყვეტილების მიღების მიზნით და შეინახება არაუმეტეს 1 წლის ვადისა.

კანდიდატი უფლებამოსილია მიიღოს ინფორმაცია მის შესახებ დამუშავებული პერსონალური მონაცემების თაობაზე, რომელიც თავად მიაწოდა მიკროსაფინანსო ორგანიზაციას და მოითხოვოს აღნიშნული ინფორმაციის გაცნობა, ასლის მიღება, გასწორება, განახლება, შევსება, დამუშავების შეწყვეტა, წაშლა, განადგურება, დაბლოკვა, მონაცემთა გადატანა. ამისთვის, გთხოვთ, მოგვმართეთ ელ. ფოსტაზე: vacancy@geocredit.ge  

თუ გსურთ, თქვენი რეზიუმე განხილულ იქნეს მომავალში გამოცხადებულ ვაკანსიებთან მიმართებით, გთხოვთ თქვენი რეზიუმე და შესაბამისი თანხმობა, გამოგვიგზავნოთ ელ. ფოსტაზე: vacancy@geocredit.ge სახელწოდებით “რეზერვი”. მიღებული ინფორმაცია აისახება აპლიკანტების რეზერვში და დაგიკავშირდებით თქვენი ინტერესების, ცოდნისა და გამოცდილების შესაბამისი ვაკანსიის არსებობის შემთხვევაში. ამასთან, გთხოვთ, გაითვალისწინეთ, რომ რეზერვში თქვენი რეზიუმე შეინახება 3 წლის ვადით, ხოლო ვადის გასვლის შემდეგ რეზიუმე წაიშლება.

ვაკანსიაზე მოთხოვნილი დოკუმენტის/ინფორმაციის გარდა კანდიდატის მხრიდან სხვა ისეთი დოკუმენტის/ინფორმაციის მოწოდების შემთხვევაში, რომელიც შეიცავს პირის პერსონალურ მონაცემებს ან/და განსაკუთრებული კატეგორიის პერსონალურ მონაცემებს და არ არის აუცილებელი კომპანიის მიერ დასაქმების თაობაზე გადაწყვეტილების მისაღებად, კომპანია გაცნობებთ, რომ ასეთი მონაცემი ავტომატურად განადგურდება „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად.