მზარეული

თბილისი სრული განაკვეთი ფუდ მენეჯმენტ გრუპ
მივლინება: არა ხელფასი: 1200 - 1800
სასტუმრო/რესტორანი/კვება: მზარეული

შპს FMG (Food Management Group) აცხადებს ვაკანსიას მზარეულის პოზიციაზე.


FMG (Food Management Group) 2012 წლიდან აწარმოებს და რეალიზაციას უწევს საკვებ პროდუქტებს და თანმდევ მომსახურებებს.  კომპანია სპეციალიზდება კორპორატიული კვების, ივენთ-ქეითერინგისა და კაფეტერიების მართვაში.  დღეისათვის FMG ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მოთამაშეა საქართველოს კვების მენეჯმენტის ბაზარზე.  წამყვანი მენეჯერების მრავალწლიანი გამოცდილება და 100+ პროფესიონალ თანამშრომელთა გუნდის ძალისხმევა ყოველწლიურად უზრუნველყოფს კომპანიის დინამიურ ზრდასა და ქეითერინგის მაღალ სტანდარტების დანერგვას.


გრაფიკი: კვირაში 5 სამუშაო დღე, არაუმეტეს 40 სამუშაო საათისა. 

8 საათიანი სამუშაო გრაფიკი, + 1 საათიანი შესვენება.

ანაზღაურება: 1200-დან 1800-მდე ნეტი, კვალიფიკაციისა და გამოცდილების შესაბამისად.

მდებარეობა:   თბილისი


ძირითადი მოვალეობები:

  • ახალი რეცეპტების შექმნაში  მონაწილეობის მიღება;
  • კერძების მომზადება, რეცეპტების შესაბამისად;
  • სამზარეულოს შეუფერხებლად მუშაობის უზრუნველყოფა, სამზარეულოს სხვა თანამშრომლებთან ერთად;
  • საფურშეტო და საბანკეტო საკვების მომზადება;
  • მენიუს შემუშავებაში მონაწილეობის მიღება;
  • ჰიგიენის ნორმებისა და HACCP - ის სისტემის დაცვა;

 

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

  • აუცილებელი მინიმუმ 2 წლიანი სამუშაო გამოცდილება მზარეულის პოზიციაზე.
  • აუცილებელია HACCP სტანდარტების პრაქტიკული ცოდნა და მათი ეფექტური გამოყენების უნარი.
  • სასურველია პროდუქტის დიდ მოცულობებზე მუშაობის გამოცდილება.
  • სასურველია პროფესიული განათლება ან ტრეინინგი საკვებისა და სასურსათო ტექნოლოგიების სფეროში ან კულინარიული ხელოვნების დარგში.


ჩვენ გთავაზობთ:

  • სტაბილურ ანაზღაურებას
  • პროფესიული და კარიერული განვითარების პერსპექტივას
  • სამედიცინო დაზღვევას
  • კვების უზრუნველყოფას
  • ფიტპასი


დაინტერესების შემთხვევაში გთხოვთ თქვენი რეზიუმე გამოაგზავნოთ შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: hr@fmgroup.ge

გთხოვთ, სათაურის ველში მიუთითოთ პოზიციის დასახელება.

კომპანიის შესახებ დეტალური ინფორმაციის მისაღებად იხილეთ ბმული:

FMG - Facebook გვერდი

FMG - Instagram გვერდი