კაფეტერიის კონსულტანტი
თარიღები: 27 აგვ - 25 სექ
მდებარეობა: თბილისი
დასაქმების ფორმა: სრული განაკვეთი
მივლინება: არა
ხელფასი: 800 - 1400
სასტუმრო/რესტორანი/კვება:  სწრაფი კვების თანამშრომელი
ელ.ფოსტა გამოხმაურებისთვის: hr@fmgroup.ge
შპს FMG (Food Management Group) აცხადებს ვაკანსიას კაფეტერიის კონსულტანტის პოზიციაზე.

FMG (Food Management Group) 2012 წლიდან აწარმოებს და რეალიზაციას უწევს საკვებ პროდუქტებს და თანმდევ მომსახურებებს.  კომპანია სპეციალიზდება კორპორატიული კვების, ივენთ-ქეითერინგისა და კაფეტერიების მართვაში.  დღეისათვის FMG ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მოთამაშეა საქართველოს კვების მენეჯმენტის ბაზარზე.  წამყვანი მენეჯერების მრავალწლიანი გამოცდილება და 100+ პროფესიონალ თანამშრომელთა გუნდის ძალისხმევა ყოველწლიურად უზრუნველყოფს კომპანიის დინამიურ ზრდასა და ქეითერინგის მაღალ სტანდარტების დანერგვას.

გრაფიკი: 
  • კვირაში 5 სამუშაო დღე, არაუმეტეს 40 სამუშაო საათისა. 
  • 8 საათიანი სამუშაო გრაფიკი, + 1 საათიანი შესვენება.
  • ანაზღაურება: 800-1400-მდე ნეტი, კვალიფიკაციისა და გამოცდილების შესაბამისად.
  • მდებარეობა:   თბილისი.  

ძირითადი მოვალეობები:
  • კვების ხაზის, საკვების ხარისხისა და ინვენტარის მართვა.
  • სამუშაო სივრცეში ჰიგიენის სტანდარტების უზრუნველყოფა.
  • მომხმარებელთან ეფექტური კომუნიკაციის წარმოება. 

პიროვნული მახასიათებლები:
  • კომუნიკაბელურობა
  • პუნქტუალურობა
  • პასუხისმგებლობის გრძნობა
  • შრომისმოყვარეობა
  • ორგანიზებულობა

ჩვენ გთავაზობთ:
  • სტაბილურ ანაზღაურებას
  • პროფესიული და კარიერული განვითარების პერსპექტივას
  • სამედიცინო დაზღვევას
  • კვების უზრუნველყოფას
  • ფიტპასი

დაინტერესების შემთხვევაში გთხოვთ თქვენი რეზიუმე გამოაგზავნოთ შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: hr@fmgroup.ge
გთხოვთ, სათაურის ველში მიუთითოთ პოზიციის დასახელება.

კომპანიის შესახებ დეტალური ინფორმაციის მისაღებად იხილეთ ბმული:
FMG - Facebook გვერდი
FMG - Instagram გვერდი