დისტრიბუტორი

თბილისი სრული განაკვეთი ელვარე
მივლინება: არა ხელფასი: 1100 - 1300
მართვის მოწმობა: B, C
გაყიდვები: დისტრიბუცია
შპს ელვარე (www.elvare.ge) აცხადებს ვაკანსიას დისტრიბუტორის პოზიციაზე

ელექტრო კაბელების მწარმოებელი კომპანია "ელვარე" დაფუძნდა 2015 წელს. საწარმო განთავსებულია თბილისში, აეროპორტის მიმდებარე ტერიტორიაზე 31,500 კვ.მ ფართზე.
კომპანია გამოირჩევა მართვის თანამედროვე მიდგომებით, უახლესი აღჭურვილობით და ევროპული სტანდარტის პროდუქციით. ყოველივე ამან განაპირობა ბოლო 9 წლის განმავლობაში ზრდის მაღალი ტემპი და ქვეყანაში მოწინავე პოზიციების დაკავება.

ვეძებთ შრომისმოყვარე და პასუხისმგებლიან ადამიანს, რომელსაც აქვს როგორც გუნდურად, ასევე დამოუკიდებლად მუშაობის უნარი.

რას გააკეთებ?
  • პროდუქტის დაუზიანებლად და დროულად მიწოდება დამკვეთზე, გაწერილი გეგმისა და მარშრუტის მიხედვით;
  • ზედნადების მიხედვით შეკვეთები მითვლა/პროდუქციის გადატვირთვა;
  • დროული რეპორტინგი მენეჯერთან რაიმე პრობლემის წარმოქმნასთან დაკავშირებით;
  • უშუალო ხელმძღვანელის მიერ პოზიციისა და კომპეტენციიდან გამომდინარე სხვა, საქმესთან დაკავშირებული დავალებების დროული შესრულება;

სასურველია:
  • მართვის მოწმობა მინ. B კატეგორია, სასურველია C კატეგორიაც;
  • მსგავსს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება;

გეძებთ შენ, თუ გაქვს:
  • ორგანიზებულად და ზედმიწევნით ყურადღებით მუშაობის უნარი;
  • დროის ეფექტურად მართვის უნარი;
  • ხართ პუნქტუალური, კომუნიკაბელური და ყურადღებიანი.

რას გთავაზობთ?
  • კორპორატიულ დაზღვევას (3 თვიანი საგამოცდო ვადის გასვლის შემდეგ);
  • კვებას და ტრანსპორტირებას (ზედა სამგორის მეტროდან სამუშაო ადგილამდე და სამუშაო ადგილიდან მეტრომდე)
  • ანაზღაურება: 3 თვის მანძილზე - 1100 ლარი; შემდეგ - 1300 ლარი;
  • სამუშაო ადგილი: ქვემო ალექსეევკის დასახლება.

გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ თქვენი რეზიუმე ელ-ფოსტის მისამართზე: a.maisuradze@nrg.ge და სათაურის ველში მიუთითოთ პოზიციის დასახელება, წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი კანდიდატურა არ განიხილება.