შიდა უსაფრთხოების თანამშრომელი
თარიღები: 27 აგვ - 25 სექ
მდებარეობა: თბილისი
დასაქმების ფორმა: სრული განაკვეთი
მივლინება: არა
უშიშროება/დაცვა:  დაცვა (ზოგადი)
ელ.ფოსტა გამოხმაურებისთვის: vacancy@joann.ge
ა (ა)იპ "ჯო ენის საუნივერსიტეტო ჰოსპიტალი" აცხადებს ვაკანსიას შიდა უსაფრთხოების თანამშრომლის 
ჯო ენის საუნივერსიტეტო ჰოსპიტალი წარმოადგენს ევროპის უნივერსიტეტისსაუნივერსიტეტო ჰოსპიტალს. ჯო ენის საუნივერსიტეტო ჰოსპიტალი დაფუძნდა 1996 წლის 16 სექტემბერს როგორც ბავშვთა კარდიოლოგიის და გულის თანდაყოლილი მანკების სადიაგნოსტიკო და სამკურნალო დაწესებულება.

დასახელება: შიდა უსაფრთხოების თანამშრომელი 
ადგილმდებარეობა: თბილისი, ლუბლიანას ქ.35
სამუშაო საათები: ყოველ მე-4 დღეს, 24სთ სმენა

ძირითადი მოვალეობები:
  • ყოველდღიურად ჩაატაროს სამშენებლო ობიექტის შემოვლა და შემოწმების პროცესი
  • გამოავლინოს და აღმოფხვრას შემოწმების პროცესში აღმოჩენილი დარღვევების გამომწვევი მიზეზები
  • აღრიცხოს და აკონტროლოს ობიექტზე მყოფი ვიზიტორები
  • უზრუნველყოს თანამშრომლების მიერ შიდა წესების დაცვა
  • მუდმივად აკონტროლოს მოსალოდნელი ხანძრის ან განგაშის საშიშროება და იყოს მზადყოფნაში საჭირო ზომების მისაღებად უსაფრთხოების დაცვის მიზნით
  • მოახდინოს კამერების მონიტორინგი გაწერილი სტანდარტების მიხედვით
  • შიდა წესების დარღვევის შემთხვევაში, შეადგინოს მოკლე და ზუსტი მოხსენება. ინფორმაცია გადასცეს უშუალო ხელმძღვანელს შემდეგი პუნქტების ჩათვლით ქურდობა, რაიმე სახის ინციდენტი, უბედური შემთხვევა, ხანძარი და სხვა

საჭირო უნარები:
  • მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად;
  • გუნდური მუშაობის უნარი
  • კარგი კომუნიკაციის უნარი
  • მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა
  • რამდენიმე დავალების კოორდინირების უნარი
  • დეტალებზე ორიენტირებულობა

დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ, გამოაგზავნოთ რეზიუმე მითითებულ ელ.ფოსტაზე: vacancy@joann.ge   გთხოვთ, სათაურისს ველში (subject) მიუთითოთ პოზიციის დასახელება.
ჯო ენის საუნივერსიტეტო ჰოსპიტალი მადლობას გიხდით დაინტერესებისთვის და გისურვებთ წარმატებას!

მოთხოვნილი დოკუმენტის/ინფორმაციის გადმოგზავნით დასაქმების მსურველი
ადასტურებს, რომ მის მიერ მიწოდებული ინფორმაცია/დოკუმენტაცია არის უტყუარი. დამსაქმებელი იღებს ვალდებულებას მოპოვებული ინფორმაცია დაამუშაოს (მოცემული ან სხვა რელევანტური ვაკანსიისათვის) იმ მოცულობით და ფარგლებში, რომელიც საჭიროა მიზნის მისაღწევად, 2 (ორი) წლის ვადით, ხოლო ნებისმიერი სადავო საკითხის შემთხვევაში, შესაბამისი დავის დასრულებამდე.

კანდიდატი უფლებამოსილია ნებისმიერ დროს მოითხოვოს მის შესახებ არსებული ინფორმაციის დამუშავების შეწყვეტა.