მორიგე ექთანი

თბილისი სრული განაკვეთი ჯო ენის საუნივერსიტეტო ჰოსპიტალი
მივლინება: არა
განათლება: საშუალო განათლება
სამედიცინო: სხვა (სამედიცინო)
ა (ა)იპ "ჯო ენის საუნივერსიტეტო ჰოსპიტალი" აცხადებს ვაკანსიას მორიგე ექთნის პოზიციაზე.
ჯო ენის საუნივერსიტეტო ჰოსპიტალი წარმოადგენს ევროპის უნივერსიტეტისსაუნივერსიტეტო ჰოსპიტალს. ჯო ენის საუნივერსიტეტო ჰოსპიტალი დაფუძნდა 1996 წლის 16 სექტემბერს როგორც ბავშვთა კარდიოლოგიის და გულის თანდაყოლილი მანკების სადიაგნოსტიკო და სამკურნალო დაწესებულება.

დასახელება: დღის/მორიგე ექთანი
ადგილმდებარეობა: თბილისი, ლუბლიანას ქ.35
სამუშაო საათები: ორშაბათი-პარასკევის ჩათვლით

ფუნქცია-მოვალეობები:
  • პაციენტის ზოგადი მდგომარეობის მონიტორინგი და საჭირო მანიპულაციების /პროცედურების ჩატარება
  • შესაბამისი დოკუმენტაციის წარმოება და კონტროლი;
  • პაციენტის მოვლა, ჰიგიენური ღონისძიებების გატარება;
  • ექთნის საქმიანობასთან დაკავშირებული სხვადასხვა დავალებების შესრულება.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
  • მიმდინარე/დასრულებული სამედიცინო პროფესიული განათლება (კოლეჯი ან უმაღლესი);
  • სამედიცინო ფაკულტეტის სტუდენტის ცნობა;
  • სასურველია  გამოცდილება.
პიროვნული კომპეტენციები/უნარები:
  • ორგანიზებულობა და სისხარტე;
  • კეთილსინდისიერება;
  • მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა.

დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ, გამოაგზავნოთ რეზიუმე მითითებულ ელ.ფოსტაზე: vacancy@joann.ge   გთხოვთ, სათაურისს ველში (subject) მიუთითოთ პოზიციის დასახელება.
ჯო ენის საუნივერსიტეტო ჰოსპიტალი მადლობას გიხდით დაინტერესებისთვის და გისურვებთ წარმატებას!

მოთხოვნილი დოკუმენტის/ინფორმაციის გადმოგზავნით დასაქმების მსურველი
ადასტურებს, რომ მის მიერ მიწოდებული ინფორმაცია/დოკუმენტაცია არის უტყუარი. დამსაქმებელი იღებს ვალდებულებას მოპოვებული ინფორმაცია დაამუშაოს (მოცემული ან სხვა რელევანტური ვაკანსიისათვის) იმ მოცულობით და ფარგლებში, რომელიც საჭიროა მიზნის მისაღწევად, 2 (ორი) წლის ვადით, ხოლო ნებისმიერი სადავო საკითხის შემთხვევაში, შესაბამისი დავის დასრულებამდე.

კანდიდატი უფლებამოსილია ნებისმიერ დროს მოითხოვოს მის შესახებ არსებული ინფორმაციის დამუშავების შეწყვეტა.