iOS დეველოპერი

თბილისი სრული განაკვეთი მაგთიკომი
მივლინება: არა
განათლება: ბაკალავრი
ინფორმაციული ტექნოლოგიები: პროგრამისტი/დეველოპერი
შპს „მაგთიკომი“ აცხადებს ვაკანსიას iOS დეველოპერის თანამდებობაზე

ძირითადი მოვალეობები:
  • ახალი აპლიკაციების შემუშავებაში მონაწილეობა.
  • კომპანიაში არსებული iOS აპლიკაციების მხარდაჭერა. 
  • არსებულ აპლიკაციებში ახალი ფუნქციონალების დამატება
 
მოთხოვნები:
  • უმაღლესი განათლება ინფორმაციულ ტექნოლოგიებში ან მონათესავე დარგებში.
  • პროგრამების ენა Swift-ის გამოყენების მინიმუმ 2 წლიანი გამოცდილება
  • Git-თან მუშაობის გამოცდილება
  • ინტერაქტიული აპლიკაციების დეველოპმენტის პარადიგმის ცოდნა
  • Client/Server არქიტექტურის კარგი ცოდნა
  • აპლიკაციების შექმნის და App Store -ზე განთავსების გამოცდილება
 
სასურველია:
  • Swift UI ცოდნა
  • iOS SDK პერფორმანსის და ოპტიმიზაციის  საშუალებების ცოდნა
 
უნარები:
  • კარგი კომუნიკაციის უნარი
  • მოსმენის უნარი
  • დეტალებზე ორიენტირებულობა
  • გუნთან მუშაობის უნარი
  • ორგანიზებულობა და პასუხისმგებლობის გრძნობა

სამუშაო პირობები:
მუშაობის მოქნილი გრაფიკი
კონკურენტული ანაზღაურება გამოცდილებისა და კვალიფიკაციის მიხედვით
 
მონაცემები  (CV)  გამოაგზავნეთ ელექტრონული ფოსტის მისამართზე vakansia@magticom.ge. გთხოვთ, Subject-ში მიუთითეთ პოზიციის დასახელება - iOS დეველოპერი.

vakansia@magticom.ge-ზე თქვენი მონაცემების (CV)  გამოგზავნით, თქვენ ეთანხმებით,  რომ თქვენი პერსონალური მონაცემები დამუშავდება შპს „მაგთიკომის“  მიერ მონაცემთა დაცვის საერთაშორისო სტანდარტებისა და საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.
პერსონალური მონაცემების დამუშავების მიზანია კანდიდატის შესაბამისობის დადგენა არსებულ ან/და სამომავლო ვაკანსიის მოთხოვნებთან, დასაქმების თაობაზე გადაწყვეტილების მიღების მიზნით.
გამოგზავნილი მონაცემები (CV)   შეინახება 1 (ერთი) წლის ვადით.
ასევე გაცნობებთ, რომ თქვენ უფლება გაქვთ მიიღოთ ინფორმაცია თქვენს შესახებ დამუშავებული მონაცემების თაობაზე, მოითხოვოთ მონაცემების გასწორება, განახლება, დამატება, დაბლოკვა, წაშლა და/ან განადგურება, რისთვისაც უნდა მოგვმართოთ  ელ-ფოსტის მისამართზე- vakansia@magticom.ge. დამუშავებაზე უარის შემთხვევაში თქვენ მიერ წარმოდგენილი CV ვერ განიხილება.
შპს „მაგთიკომი“ კანდიდატთა შერჩევის პროცესს ახორციელებს „დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრის შესახებ“ კანონის მოთხოვნათა და პირთა მიმართ თანაბარი მოპყრობის პრინციპების დაცვით და გამორიცხავს პირთა მიმართ დისკრიმინაციას ნებისმიერი ნიშნით.