ხელსაწყოების დაკალიბრება/შემოწმების სპეციალისტი

თბილისი სრული განაკვეთი მეტროლოგი
მივლინება: არა
წარმოება/ოპერაციები: ბეჭდვა/დაკაბადონება/გამომცემლობა
შპს ,,მეტროლოგი“ აცხადებს კონკურსს ხელსაწყოების დაკალიბრება/შემოწმების  სპეციალისტის ვაკანსიაზე.

დაკალიბრება/დამოწმების ლაბორატორიის თანამშრომელის მიმართ მოთხოვნები:
  • განათლება –  სასურველია ტექნიკური განხრით;
  • მუშაობის გამოცდილება – გაზომვის საშუალებებთან, მოწყობილობებთან, ხელსაწყოებთან მუშაობის გამოცდილების არსებობა.  

პირადი თვისებები:
  • კომუნიკაბელური;
  • უკონფლიქტო;
  • განვითარებაზე ორიენტირებული;
  • წესრიგის მოყვარული;
  • პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობით;
  • გუნდური და ინდივიდუალური მუშაობის უნარი.

ძირითადი მოვალეობები:
  • სხვადასხვა სახის გაზომვის საშუალებების (მათ შორის მექანიკური, ელექტროტექნიკური და სხვა სახის ხელსაწყოების) შემოწმება/დაკალიბრება არსებული პროცედურების მიხედვით. 
  • შესაბამისი ჩანაწერების წარმოება, კომპიუტერის საშუალებით დადგენილი ფორმის დოკუმენტების აწყობა. 
  • სხვადასხვა ენაზე არსებული ტექნიკური სახის ლიტერატურასთან მუშაობა.
  •  ადგილზე უზრუნველყოფილი იქნება შესასრულებელი საქმიანობის შესწავლა.

სამუშაო:  სრული  განაკვეთი. 09:00-18:00. ორშაბათი - პარასკევი. 
სამუშაო ადგილი: ქ.თბილისი, ბერი გაბრიელ სალოსის გამზირი 191.  პერიოდული მივლინებებით შესასრულებელი ხელშეკრულებების მიხედვით.
მართვის მოწმობა –  გთხოვთ, მიუთითოთ გაქვთ თუ არა მსუბუქი ა/მანქანის მართვის მოწმობა. ასევე, რა ენებს ფლობთ და რა დონეზე.

დაინტერესებულმა კანდიდატებმა გამოგზავნეთ თქვენი  CV ფოტოსურათით შემდეგ მისამართზე:   nmachitidze@yahoo.com .
გთხოვთ, დროულად გამოაგზავნოთ თქვენი CV, ვინაიდან კანდიდატურების განხილვა მიმდინარეობს შემოსული განაცხადების მიხედვით.