ბარმენი

რუსთავი სრული განაკვეთი რუსთავის ავტობაზრობა
მივლინება: არა ხელფასი: 1200 - 1300
სასტუმრო/რესტორანი/კვება: ბარმენი

რუსთავის ავტობაზრობა სასტუმრო AUTOPAPA აცხადებს ვაკანსიას ბარმენის პოზიციაზე, რესტორან ,,უკრაინკა“-ში.

 

ჩვენ გთავაზობთ:

  • სამუშაო გრაფიკიკვირაში 5 სამუშაო დღე;
  • ანაზღაურება: ფიქსირებული + ბონუსი, საშუალოდ 1200-1300 ლარი;
  • ჯანმრთელობის დაზღვევა;
  • კვება.
  • სამუშაო ადგილი: .რუსთავი;

 

ძირითადი მოვალეობები:

  • ბარში წარმოდგენილი პროდუქციის/სასმელების სრულყოფილი ცოდნა და მათი შეთავაზება სტუმრებისთვის;
  • შეკვეთების მიღება, სასმელის სწრაფი, ეფექტური და ხარისხიანი მომზადება;
  • ბარში არსებული დანადგარების, ბარის ჭურჭლის და აქსესუარების დანიშნულებისამებრ გამოყენება, მოვლა;
  • გატარებული ოპერაციების ფინანსურ დეპარტამენტთან ანგარიშგება.

 

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

  • სასურველია ბარმენად  მუშაობის გამოცდილება

 

უნარები და პიროვნული თვისებები:

  • პოზიტიური, შრომისმოყვარე, ენერგიული;
  • მაღალი მოტივაცია და დამოუკიდებლად მუშაობის უნარი;
  • ოპერატიული რეაგირების უნარი;
  • პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
  • გუნდური მუშაობის უნარი;

 

დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ  თქვენი რეზიუმე (CV) ფოტოსურათით, ელ-მისამართზეhr@autopapa.com და სათაურის ველში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება: ბარმენი, ან დაგვიკავშირდით ნომერზე:  +995 599990793 რუსიკო.

საკვალიფიკაციო მოთხოვნების მიხედვით რეზიუმეების განხილვის შედეგად, დაკავშირება მოხდება მხოლოდ დადებითად განხილულ კანდიდატებთან 

 

მეტი ინფორმაციისათვის გვესტუმრეთ:

https://www.autobazroba.com/

https://autopapa.ge/ge/page/about

https://m.facebook.com/autopapa.ge/

 

რუსთავის ავტობაზრობა AUTOPAPA მადლობას გიხდით ვაკანსიით დაინტერესებისათვის და გისურვებთ წარმატებას!

 

გაცნობებთ, რომ ჩვენს ვაკანსიაზე თქვენი მონაცემების გამოგზავნით, "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად, აცხადებთ თანხმობას, რომ ჩვენ შეგვიძლია დავამუშაოთ თქვენი პერსონალური მონაცემები ვაკანსიასთან შესაბამისობის დადგენის მიზნით.