გაყიდვების მენეჯერი
1xP PRIORITY ლიდი
თარიღები: 10 სექ - 24 სექ
მდებარეობა: თბილისი
დასაქმების ფორმა: სრული განაკვეთი
მივლინება: არა
გაყიდვები:  გაყიდვების მენეჯერი
ელ.ფოსტა გამოხმაურებისთვის: hr@lead.ge
შპს „ლიდი“ ტექნოლოგიურ სფეროში თანამედროვე ინფრასტრუქტურის დანერგვასა და ციფრულ ტრანსფორმაციაში ერთ-ერთი წამყვანი კომპანიაა. ჩვენ ვთავაზობთ მომხმარებლებს მათ ინდივიდუალურ საჭიროებებზე მორგებულ IT  პროდუქტების ფართო არჩევანს.
კომპანია ქართულ ბაზარზე 2016 წლიდან აქტიურად ოპერირებს და თანამშრომლობს კერძო თუ სახელმწიფო სექტორებთან.
ჩვენს პროფესიონალთა გუნდში ვეძებთ თანამშრომელს გაყიდვების მენეჯერის პოზიციაზე.

ფუნქცია მოვალეობები:
  • პოტენციურ კლიენტებთან დაკავშირება, შეხვედრების დაორგანიზება, მათი საჭიროებების შეფასება, კომპანიის პროდუქტების/სერვისების შეთავაზება;
  • სერვისების/პროდუქტების შესახებ პრეზენტაციების მომზადება;
  • გაყიდვების ყოველთვიური, კვარტლური და წლიური გეგმის შესრულება;
  • გაყიდვების გასაუმჯობესებლად წინადადებების შემუშავება და ეფექტური გადაწყვეტილებების შეთავაზება;
  • სხვა დაკავშირებული ამოცანების შესრულება.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
  • გამოცდილება  B2B გაყიდვების მიმართულებით
  • სასურველია გამოცდილება IT  სფეროში
  • სასურველია ინგლისური ენის ცოდნა
  • კომუნიკაბელურობა
  • პუნქტუალურობა
  • ორგანიზებულობა

სამუშაო პირობები:
ლოკაცია -  ქ.თბილისი, ბელიაშვილის 145
სამუშაო გრაფიკი - ორშაბათი-პარასკევი 09:30-18:30

დამატებითი სარგებელი:
დაზღვევა

დაინტერესების შემთხვევაში გთხოვთ, გამოაგზავნეთ თქვენი რეზიუმე მითითებულ მისამართზე hr@lead.ge  ვაკანსიის დასახელების სათაურის ველში მითითებით.