TIAGO, ესპანური რესტორანი აცხადებს ვაკანსიას რესტორნის მენეჯერის პოზიციაზე
სამუშაო აღწერილობა: რესტორნის მენეჯერი მართავს გუნდს, უზრუნველყოფს მომხმარებლის კმაყოფილებას, ინარჩუნებს ხარისხს, იღებს სწრაფ გადაწყვეტილებებს, პრობლემაზე რეაგირებს და დაუყოვნებლივ გადაჭრის .
მოვალეობები:
- რესტორნის კონტროლი.
- რესტორნის გამართულად მუშაობის უზრუნველყოფა.
- თანამშრომლების ზედამხედველობა/მართვა და დავალებების გონივრულად გადანაწილება.
- მომსახურების ხარისხის კონტროლი.
- ყოველდღიური სამუშაო პროცესის დაგეგმვა;
- ინვენტარიზაციის პროცესის წარმართვა.
კომპანიის განვითარებაზე ზრუნვა.
- თანამშრომლების შერჩევის პროცესის დაორგანიზება და მართვა.
- მომხმარებელთა საჩივრების დროულად და პროფესიონალურად მოგვარება.
- ხარისხის და ჰიგიენური ნორმების შენარჩუნება.
- უსაფრთხოების წესებით, სანიტარიული და ჰიგიენური ნორმატივების დაცვის მონიტორინგი.
- მარაგების შემოწმება და საჭიროების შემთხვევაში შეკვეთის განთავსება.
- მონიტორინგის მეშვეობით მომხმარებელთა კმაყოფილების მუდმივი კონტროლი, მომხმარებლების მოზიდვა და სწორი უკუკავშირი.
- სხვა დავალებების შესრულება, როგორც ამას საჭიროება მოითხოვს.
კვალიფიკაცია
- სამუშაო გამოცდილება მენეჯრის პოზიციაზე.
- ძლიერი ლიდერობის, მოტივაციის და კომუნიკაციის უნარები.
- დროის მართვის და პრიორიტეტების სწორად განსაზღვრის უნარი.
- გადაწყვეტილებების დამოუკიდებლად მიღების უნარი.
დაინტერესების შემთხვევაში გამოაგზავნეთ თქვენი CV/რეზიუმე შემდეგი ელ. ფოსტის მისამართზე:
Tiagotbilisi@gmail.com