რესტორნის მენეჯერი

თბილისი სრული განაკვეთი რესტორანი ტიაგო
მივლინება: არა
სასტუმრო/რესტორანი/კვება: რესტორნის მენეჯერი
TIAGO ესპანური რესტორანი აცხადებს ვაკანსიას რესტორნის მენეჯერის პოზიციაზე

სამუშაო აღწერილობა: რესტორნის მენეჯერი  მართავს გუნდს, უზრუნველყოფს მომხმარებლის კმაყოფილებას, ინარჩუნებს ხარისხს, იღებს სწრაფ გადაწყვეტილებებს, პრობლემაზე რეაგირებს და დაუყოვნებლივ გადაჭრის .

მოვალეობები:
  • რესტორნის  კონტროლი.
  • რესტორნის გამართულად მუშაობის უზრუნველყოფა.
  • თანამშრომლების ზედამხედველობა/მართვა და დავალებების გონივრულად გადანაწილება.
  • მომსახურების ხარისხის კონტროლი.
  • ყოველდღიური სამუშაო პროცესის დაგეგმვა;
  • ინვენტარიზაციის პროცესის წარმართვა.

კომპანიის განვითარებაზე ზრუნვა.
  • თანამშრომლების შერჩევის პროცესის დაორგანიზება და მართვა.
  • მომხმარებელთა საჩივრების დროულად და პროფესიონალურად მოგვარება.
  • ხარისხის და ჰიგიენური ნორმების შენარჩუნება.
  • უსაფრთხოების წესებით, სანიტარიული და ჰიგიენური ნორმატივების დაცვის მონიტორინგი.
  • მარაგების შემოწმება და საჭიროების შემთხვევაში შეკვეთის განთავსება.
  • მონიტორინგის მეშვეობით მომხმარებელთა კმაყოფილების მუდმივი კონტროლი, მომხმარებლების მოზიდვა და სწორი უკუკავშირი.
  • სხვა დავალებების შესრულება, როგორც ამას საჭიროება მოითხოვს.

კვალიფიკაცია
  • სამუშაო გამოცდილება მენეჯრის პოზიციაზე.
  • ძლიერი ლიდერობის, მოტივაციის და კომუნიკაციის უნარები.
  • დროის მართვის და პრიორიტეტების სწორად განსაზღვრის უნარი.
  • გადაწყვეტილებების დამოუკიდებლად მიღების უნარი.

დაინტერესების შემთხვევაში გამოაგზავნეთ თქვენი CV/რეზიუმე შემდეგი ელ. ფოსტის მისამართზე: Tiagotbilisi@gmail.com