მცირე წონების ჩამყრელი ოპერატორი

გარდაბანი სრული განაკვეთი ნუტრიმაქსი
მივლინება: არა ხელფასი: 1300
განათლება: საშუალო განათლება
წარმოება/ოპერაციები: დაზგის ოპერირება
ნუტრიმაქსი საკვებ წარმოების 15 წლიანი გამოცდილების მქონე კომპანიაა, რომელიც ამჟამად 2 მაღალტექნოლოგიურ საწარმოს აერთიანებს მაღალი სტანდარტების მქონე  ლაბორატორიებით. კომპანიაში წარმოებული პროდუქტები მოიცავს საკვებს, როგორც ფერმერული მეურნეობებისთვის, ასევე აკვაკულტურისა და კომპანიონი ცხოველებისთვის. 
კომპანიის პროდუქცია წარმოდგენილია, როგორც ადგილობრივ ისე ამიერკავკასიის, შუა აღმოსავლეთისა და აღმოსავლეთ ევროპის ბაზრებზე. 
სურსათის გლობალური დეფიციტის აღმოფხვრის მიზნით კომპანიის ყოველდღიური ძალისხმევა მიმართულია ცილის წარმოების ხელშეწყობისკენ. 

დამატებით ინფორმაციას შეგიძლიათ გაეცნოთ ვებ-გვერდზე: www.nutrimax.ge 

კომპანია ,,ნუტრიმაქსი“ აცხადებს ვაკანსიას მცირე წონების ჩამყრელი ოპერატორის პოზიციაზე.
პოზიციაზე მივესალმებით როგორც გამოცდილ, ასევე დამწყებ კომუნიკაბელურ, დეტალებზე ორიენტირებულ კანდიდატებს.

სამუშაო ადგილი - გარდაბანის რაიონი, გამარჯვება
სამუშაო გრაფიკი - დინამიური/ცვლადი გრაფიკი
დაქვემდებარება  - წარმოების ცვლის უფროსი
ანაზღაურება -1300 (ხელზე ასაღები თანხა)
დამატებითი ბენეფიტები - ტრანსპორტირება (მეტრო ისნიდან და რუსთავიდან); კვება, ჯანმრთელობის დაზღვევა

ძირითადი მოვალეობები:
  • მცირე წონების კონტეინერების მიღება და ჩაყრა შესაბამისი ჩაყრის წერტილში;
  • წარმოების ხელმძღვანელის, წარმოების ოპერატორის მიერ გაცემული დღის გეგმასთან შესაბამისად მიღებული კონტეინერების აღრიცხვა და შესაბამისი ფორმების შევსება;
  • წარმოების ოპერატორთან და ცვლის უფროსთან კომუნიკაცია დასამზადებელ პროდუქტზე;
  • მიღებული დავალების მიხედვით მცირე წონების ჩაყრა;
  • შრომის უსაფრთხოების წესების დაცვა;
  • ხარისხის ჯგუფის მიერ წესების და ნორმების დაცვა;

ძირითადი მოთხოვნები:
  • საშუალო განათლება;
  • სასურველია მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება.

დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ რეზიუმე 9 სექტემბრის ჩათვლით, მისამართზე: recruiting@nutrimax.ge და სათაურის ველში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება - "მცირე წონების ჩამყრელი ოპერატორი".

ვაკანსიაზე რეზიუმეს გამოგზავნით, თანხმობას აცხადებთ თქვენი პერსონალური მონაცემების შენახვა/დამუშავებაზე, რეზიუმეს გამოგზავნიდან 3 წლის ვადით, კანონმდებლობით გათვალისწინებული წესის შესაბამისად.