დღის / ღამის ცვლის მოლარე-კონსულტანტი

ბათუმი სრული განაკვეთი SPAR Georgia
მივლინება: არა
გაყიდვები: გაყიდვების კონსულტანტი, მოლარე
"SPAR Georgia" - "SPAR International"-ის გლობალური ოჯახის წევრი - აცხადებს კონკურსს დღის / ღამის ცვლის მოლარე-კონსულტანტის ვაკანტურ პოზიციაზე.

სამუშაო ადგილი: ბათუმი
სამუშაო გრაფიკი: როგორსაც შენ შეარჩევ;

რას გთავაზობთ დამატებით ? 
  • ბონუსი გეგმის შესრულებაზე;
  • სტაჟის დანამატს;
  • ანაზღაურებას სტაჟირების პერიოდში;
  • კვებაზე 50%იან ფასდაკლებას;

რას გააკეთებ : 
  • დაეხმარები მომხმარებელს პროდუქციის შერჩევაში; 
  • აწარმოებ სალარო ოპერაციებს:
  • მერჩენდაიზინგის წესების დაცვით შეავსებ პროდუქციას; 
  • შეამოწმებ პროდუქციის ხარისხს, ვადიანობას და ფასმაჩვენებლებს;

არ გაქვს სამუშაო გამოცდილება ?  - ჩვენ გასწავლით 

გამოგვიგზავნე შენი  რეზიუმე ელ.ფოსტაზე: vacancy@spar-georgia.com და სათაურის ველში - "Subject" მიუთითოთ პოზიციის სახელწოდება: "მოლარე-კონსულტანტი-ბათუმი“ ან დაგვირეკე ნომრებზე +995 577 99 94 94; +995 577 99 99 78; 

„თქვენ მიერ გამოგზავნილი ინფორმაცია შესაძლოა შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს, რომელიც დამუშავდება შპს „ფუდმარტის“ (ს/კ 404460187) მიერ "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად,დასაქმების მსურველი პირის  არსებულ ან სამომავლო ვაკანსიის მოთხოვნებთან შესაბამისობის დადგენის, დასაქმებისათვის საჭირო პროცედურების წარმართვისა და შრომითი ურთიერთობის დამყარების შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნით. თქვენ მიერ გამოგზავნილი რეზიუმე შესაძლოა დარეზერვებული იქნას სხვა ალტერნატიულ ვაკანსიაზე. თქვენი პერსონალური მონაცემები კომპანიის მიერ შეინახება, არაუმეტეს 6 (ექვსი) თვის ვადით. გაცნობებთ, რომ "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის თანახმად, უფლება გაქვთ ნებისმიერ დროს მიიღოთ ინფორმაცია კომპანიის მიერ დამუშავებული თქვენი პერსონალური მონაცემების შესახებ, ასევე მოითხოვოთ მათი გასწორება, დამატება, განახლება, დაბლოკვა, წაშლა, განადგურება შემდეგ ელ. ფოსტაზე office@foodmart.ge შეტყობინების გაგზავნის გზით ან/და განცხადების გამოგზავნით მისამართზე: ქ. თბილისი, თენგიზ ჩანტლაძის ქუჩა N40. 
კომპანია ემიჯნება დისკრიმინაციას და კანდიდატთა შერჩევის პროცესს ახორციელებს „დისკრიმინაციის ყველა ფორმით აღმოფხვრის შესახებ“ საქართველოს კანონის მოთხოვნათა და პირთა მიმართ თანაბარი მოპყრობის პრინციპების დაცვით.“