გაყიდვების შემდგომი მომსახურების მენეჯერი

თბილისი სრული განაკვეთი სითი დეველოფმენტ
მივლინება: არა
განათლება: ბაკალავრი ენები: ინგლისური
გაყიდვები: გაყიდვები(ზოგადი)
Cityzen Central Park-ის პირველი მასშტაბური პროექტი თამარაშვილისა და უნივერსიტეტის ქუჩების კვეთაზე საცხოვრებელი და კომერციული კომპლექსია, რომელიც ოთხი საცხოვრებელი ბლოკისა და ბიზნეს ცენტრისგან შედგება.
არსებული ობიექტის მიღმა, კომპანიის ხედვაშია, როგორც თბილისის სხვადასხვა უბანში, ასევე რეგიონში, განსახვავებული ტიპის დეველოპერული პროექტების განვითარება. 

“სითიზენის” გუნდში გაყიდვების შემდგომი მომსახურების მენეჯერს ვეძებთ. 

ძირითადი მოვალეობები:
  • გადახდების კონტროლი შესაბამისი პროგრამის საშუალებით
  • ფინანსურ განყოფილებასთან კოორდინაციით მომხმარებლებისთვის ვადაგადაცილებული გადახდების შემოტანის შეხსენება
  • დოკუმენტბრუნვის წარმოება და აღრიცხვა
  • CRM პროგრამაში გეგმარებების და ხელშეკრულებების ატვირთვა
  • CRM პროგრამაში წარმატებით გაყიდებული ბინის სტატუსის მინიჭების შემდგომ დოკუმენტების სისწორის გადამოწმება
  • ინდივიდუალურ გეგმარებაზე შეთანხმების პროცესის ორგანიზება
  • ინდივიდუალური გეგმარების CRM პროგრამაში ატვირთვა
  • მომხმარებლის აპლიკაციის ადმინისტრირება/მხარდაჭერა
  • მარკეტინგის განყოფილებასთან კოორდინაციით სიახლეების აპლიკაციაში გავრცელება

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
  • უმაღლესი განათლება
  • მსგავს პოზიციაზე მუშობის მინიმუმ 2 წლიანი გამოცდილება
  • საოფისე პროგრამების ცოდნა
  • ინგლისური ენის ცოდნა

დაინტერესების შემთხვევაში გაგვიზიარეთ თქვენი რეზიუმე შემდეგ მისამართზე hr@cityzen.ge  გთხოვთ, მეილის სათაურის ველში მიუთითოთ პოზიციის დასახელება. 
გაცნობებთ, რომ თქვენ მიერ გამოგზავნილი რეზიუმე ავტომატურად ხვდება კომპანიის მონაცემთა ბაზაში და ინახება 3 წლის განმავლობაში