მოლარე-კონსულტანტი
თარიღები: 15 სექ - 24 სექ
მდებარეობა: თბილისი
დასაქმების ფორმა: სრული განაკვეთი
მივლინება: არა
ხელფასი: 1000 +ბონუსი
განათლება: ბაკალავრი
გაყიდვები:  გაყიდვების კონსულტანტი მოლარე
ელ.ფოსტა გამოხმაურებისთვის: vacancy@zoomart.ge
საქართველოში წამყვანი ზოომაღაზიების ქსელი “ზოომარტი“ დაარსდა 2014 წელს და მიმდინარე მომენტში აერთიანებს 32 საცალო ფილიალს.

“ზოომარტი“ არის ექსკლუზიური იმპორტიორი ისეთი ცნობილი ბრენდების როგორიც არის Affinity Petcare (Advance, Brekkies), Champion Petfoods (Acana, Orijen), Josera, Ferplast, KONG, Morando SPA, Vitakraft, Versele-laga, Animology, Max&Molly,  Canvit, Dorian და Catzone.

მეტი ინფორმაციისთვის ეწვიეთ ჩვენს ფეისბუქის გვერდს:https://www.facebook.com/zoomart.ge

კომპანია ზოომარტი აცხადებს ვაკანსიას მოლარე-კონსულტანტის პოზიციაზე

ფუნქცია-მოვალეობები:
  • მომხმარებელის მომსახურება
  • გაყიდვების ეფექტურად განხორციელება
  • საქონლის თვისებების და მახასიათებლების შესწავლა-პრეზენტირება
  • სალაროში არსებული ნაღდი ფულის კონტროლი
  • გაყიდვებთან და სალაროსთან დაკავშირებული ყველა სხვა საქმიანობის წარმოება

სამუშაო განრიგი და ადგილმდებარეობა
  • გრაფიკი : სრული, ცვლებში. თვეში საშუალოდ 15-17 დღე; (*** არაუმეტეს შრომითი კოდექსით განსაზღვრული საათებისა)
  • ადგილი: თბილისი;

ანაზღაურება
  • ფიქსირებული ხელფასი : 1000 ლარი;
  • ბონუსი : 1000 ლარამდე;

მოთხოვნები
  • საშუალო ან უმაღლესი განათლება
  • საცხოვრებელი ადგილი თბილისი
  • ქართულის და ელემენტარული ინგლისურის ცოდნა

უპირატესად ჩაითვლება:
  • ზოომაღაზიაში მუშაობის გამოცდილება
  • ინგლისურის საშუალო დონეზე ცოდნა
  • შინაური ცხოველების (ძაღლი, კატა) ყოლა
  • Microsoft Office ელემენტარულ დონეზე ცოდნა

ვაკანსიის განხილვა
ვაკანსიის განხილვა მოხდება მხოლოდ შემდეგი პირობების დაკმაყოფილებით:
ვაკანსია გამოგზავნილ უნდა იქნას მეილზე vacancy@zoomart.ge მეილის სათაურში (Subject) უნდა მიუთითოთ “მოლარე-კონსულტანტის ვაკანსია“
მეილში თანდართული უნდა იყოს CV ფოტოსურათით