საოპერაციო მენეჯერი

თბილისი სრული განაკვეთი ლოჯისტიკს გრუპ
ხელფასი: 1500 +ბონუსი
ენები: ინგლისური, რუსული
ლოგისტიკა/ტრანსპორტი: ლოჯისტიკა

კომპანია  „Logistics Group”ი აცხადებს ვაკანსიას, საოპერაციო მენეჯერის  პოზიციაზე.

კომპანიის საქმიანობაა კომერციული ტვირთების გადაზიდვა ამერიკის ტერიტორიაზე, კომპანია წარმატებით მოღვაწეობს ლოჯისტიკის სფეროში 2016 წლიდან.

 

სამუშაოს აღწერილობა;

  • დისპეჩერის მიერ აღებული შეკვეთის მიღება, დადასტურება და სისტემაში ასახვა;
  • შეკვეთის დეტალების გადამზიდავი კომპანიისთვის გადაგზავნა და ინსტრუქციების გაცემა;
  • მიღებული შეკვეთის მონიტორინგი, კონტროლი და სისტემაში განახლება;
  • მძღოლების კოორდინირება და მონიტორინგი.


სამუშაო გრაფიკი- სრული, კვირაში 5 დღე;

16:00-დან 01:00-მდე

 

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

  • ინგლისური ენის მაღალ დონეზე ფლობა, მინიმუმ B2 დონე.
  • რუსული ენის საკომუნიკაციო დონეზე ცოდნა
  • აქტიური და თავაზიანი კომუნიკაციის უნარი
  • გუნდური მუშაობის უნარი
  • სასურველია მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება

 

ანაზღაურება:

  • კვალიფიკაციიდან გამომდინარე 1500 ლარი (ფიქსირებული + ბონუსი)

 

ჩვენი გუნდი გთავაზობთ მეგობრულ სამუშაო გარემოს, პროფესიულ განვითარებას, გრძელვადიანი თანამშრომლობის პერსპექტივით

დაინტერესების შემთხვევაში,გთხოვთ, თქვენი რეზიუმე/CV გამოაგზავნეთ მისამართზე: georgianlogisticsgroup@gmail.com

გისურვებთ წარმატებებს!