სასტუმროს ადმინისტრატორი

მესტია სრული განაკვეთი სასტუმრო გისტოლა
მივლინება: არა
ენები: ინგლისური, ქართული
სასტუმრო/რესტორანი/კვება: ადმინისტრატორი (HoReCa)
5 ვარსკლავიანი სასტუმრო „გისტოლა“ მესტიაში, აცხადებს ვაკანსიას სასტუმროს ადმინისტრატორის პოზიციაზე. 

მოვალეობები:
  • სასტუმროში ვიზიტორის მიღება, განთავსება და გაცილება
  • ვიზიტორის სასტუმროს მართვის სისტემაში რეგისტრაცია და გადახდის ოპერაციების წარმოება სასტუმროს პროცედურების მიხედვით
  • ჯავშნების მიღება ტელეფონით, ელ-ფოსტით, ასევე სასტუმროს ვებ გვერდის მეშვეობით
  • ჯავშნების მართვა სასტუმროს ჯავშნების სისტემაში და Booking.com-ზე
  • მომხმარებლებთან აქტიური კომუნიკაცია სასტუმროს ვებ-გვერდის და პლათფორმების მეშვეობით
  • შემოსული სატელეფონო ზარების და ელ. ფოსტის მიღება და მომხმარებლისთვის შესაბამისი ინფორმაციის მიწოდება
  • სასტუმროს პროცედურების და სტანდარტების კარგად ცოდნა

ძირითადი საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
  • ინგლისურ და ქართულ ენაზე გამართულად საუბარი და წერილობითი კომუნიკაციის უნარი (დამატებითი ენის ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად)

პიროვნული თვისებები:
  • მაღალი მოტივაცია და პასუხისმგებლობა
  • კომუნიკაბელურობა
  • პუნქტუალურობა და ორგანიზებულობა
  • მოქნილობა სამუშაო გრაფიკთან მიმართებაში
  • დამოუკიდებლად და გუნდურად მუშაობის უნარი

ჩვენ გთავაზობთ:
  • სტაბილურ სამსახურს თბილ და მეგობრულ გარემოში
  • მაქსიმალურ ხელშეწყობას თქვენი ზრდისა და განვითარებისათვის
  • კონკურენტუნარიან ანაზღაურებას
  • პრემიუმ კლასის დაზღვევა
  • კომფორტული საცხოვრებელი სასტუმროში და კვება

სამუშაო გრაფიკი ცვლაში: სულ არის 4 ადმინისტრატორი, ცვლები განაწილდება ასე:  2 დღე დილის ცვლაში (09:00-21:00 12 საათი), 2 დღე ღამის ცვლაში (21:00-09:00 12 საათი), 4 დღე დასვენება

დაინტერესების შემთხვევაში გამოაგზავნეთ თქვენი CV/რეზიუმე შემდეგი ელ. ფოსტის მისამართზე: tedo@gistola.ltd
ან დაგვიკავშირდით ნომერზე: +995 550501337
გისურვებთ წარმატებას!