საოპერაციო დირექტორი

მცხეთა სრული განაკვეთი შუაგული
მივლინება: არა ხელფასი: 4000
განათლება: ბაკალავრი ენები: ინგლისური, რუსული
ტურიზმი/გართობის სექტორი: ღონისძიებების მენეჯერი
საღონისძებო სივრცე „შუაგული“ აცხადებს ვაკანსიას კომპანიის საოპერაციო  დირექტორის  / Chief Operating Officer (COO)
პოზიციაზე, რომელიც პასუხისმგებელი იქნება კომპანიის ყოველდღიური საქმიანობის სწორად განხორციელებასა და მონიტორინგზე.

ჩვენ გთავაზობთ:
  • მეგობრულ და დინამიკურ სამუშაო გარემოს;
  • პროფესიული ზრდის შესაძლებლობას;

სამუშაო პირობები:
  • სამუშაო ადგილი: მცხეთა, სოფ. წილკანი
  • სამუშაო განაკვეთი: სრული
  • ანაზღაურება: 4000 ლარიდან, კვალიფიკაციის მიხედვით

მოვალეობები:
  • კომპანიის სტრატეგიების შესრულებასა და განხორციელებაზე ზრუნვა;
  • საოპერაციო ბიზნეს პროცესების ჩამოყალიბება, ანალიზი, ოპტიმიზაცია, რისკების იდენტიფიცირება, შეფასება და მართვა;
  • საოპერაციო ხარჯების მონიტორინგი და მართვა, შემცირების სტრატეგიის შემუშავება;
  • კომპანიის ყოველდღიური საქმეების მართვა და  მუდმივი მონიტორინგი, მაქსიმალური ხარისხობრივი და ფინანსური ეფექტის მისაღწევად;
  • მიმდინარე პროექტების დროულად და ეფექტიანად შესრულების უზრუნველყოფა;
  • პროექტების ტექნიკური და სახარჯთაღრიცხვო საკითხების მონიტორინგი;
  • შესრულებული სამუშაოების ხარისხის კონტროლი;
  • თანამშრომლების ზედამხედველობა და მათი ზრდის ხელშეწყობა;
  • ახალი თანამშრომლების დაქირავების/შერჩევის პროცესში ჩართულობა;
  • მომხმარებელთან ურთიერთობის ინოვაციური მეთოდების ანალიზი, ტესტირება და დანერგვა;
  • მომსახურების ხარისხის ახალი სტანდარტების შემუშავება, დანერგვა და მონიტორინგი;
  • გენერალური დირექტორის მხარდაჭერა სხვადასხვა საქმიანობაში;
  • გენერალური დირექტორის მიერ გაცემული დავალები შესრულება (კომპეტენციის ფარგლებში).

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
  • უმაღლესი განათლება ფინანსების, ბიზნეს ადმინისტრირების ან მასთან დაკავშირებულ სფეროში;
  • მმართველ პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 3 წლიანი გამოცდილება, მნიშვნელოვანია Hospitality სფეროში გამოცდილება; უპირატესობა მიენიჭებათ ივენთ კომპანიებში მენეჯერულ პოზიციაზე გამოცდილ კანდიდატებს 
  • გამოცდილება პროექტების მართვაში (PMP სერთიფიკატი ჩაითვლება უპირატესობად);
  • კომპიუტერული პროგრამების (Microsoft Office) ფლობა; 
  • უცხო ენების (ინგლისური, რუსული) ფლობა სასაუბრო/საკომუნიკაციო დონეზე;

სასურველი უნარ-ჩვევები:
  • ძლიერი ლიდერული უნარები;
  • პრობლემის სწორად იდენტიფიცირების და მისი გადაჭრის უნარი;
  • ძლიერი კომუნაციის უნარი;
  • კრეატიულობა.

კომპანიის შესახებ დამატებით ინფორმაციას შეგიძლიათ გაეცნოთ ვებ. გვერდზე: https://shuaguli.com/ 
დაინტერესებულ პირებს, გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: info.shuaguli@gmail.com  გთხოვთ, სათაურში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება.
შეგახსენებთ, რომ თქვენ მიერ გამოგზავნილი CV/რეზიუმე პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ კანონის შესაბამისად შეიძლება შეიცავდეს პირად მონაცემებს, მათ შორის, განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემებს. შესაბამისად გაცნობებთ, რომ თქვენი პერსონალური მონაცემები კომპანიის მხრიდან დამუშავდება სახელშეკრულებო, მათ შორის შრომითი ურთიერთობების დამყარების გადაწყვეტილების მიღების მიზნებისათვის. ასევე, თქვენი CV/რეზიუმე შეიძლება არ იქნას განხილული მოთხოვნებიდან გამომდინარე ან დარეზერვებულ იქნას 6 თვის ვადით. იმ შემთხვევაში თუ ეთანხმებით ზემოაღნიშნულს, გთხოვთ გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე.
გისურვებთ წარმატებებს!