პიცის ამწყობი

თბილისი სრული განაკვეთი Domino`s Pizza
მივლინება: არა ხელფასი: 800 - 950
სასტუმრო/რესტორანი/კვება: მცხობელი
დომინოს პიცა (Domino`s Pizza) ამერიკული მრავალეროვნული პიცის სარესტორნო ქსელია, რომელიც დაარსდა 1960 წელს და დღემდე ინარჩუნებს ლიდერ პოზიციას.
საქართველოში წარმოდგენილია 2015 წლიდან და აერთიანებს შვიდ ფილიალს. კომპანიის გაფართოებასთან დაკავშირებით ვეძებთ მოტივირებულ და ენერგიულ კანდიდატს.
გამოცდილება არ არის აუცილებელი, შერჩეული კანდიდატები ადგილზე შეისწავლიან საქმიანობას და გაივლიან ტრენინგებს.

დომინოს პიცა  აცხადებს ვაკანსიას პოზიციაზე: პიცის ამწყობი
ადგილმდებარეობა: ქალაქი თბილისი - ვაკე, საბურთალო,გლდანი, ისანი, ვარკეთილი.  (კანდიდატი გადანაწილდება საცხოვრებელი ადგილის შესაბამისად)
სამუშაო საათები: 5/2 ცვლებში სამუშაო. 
ცვლა 1 – 10:00 – 18:00 
ცვლა 2 – 18:00 – 02:00 (ტრანსპორტირება) 
(ცვლები არის მონაცვლეობითი კვირის განმავლოობაში )
ანაზღაურება: 800- 950 ლარი (ხელზე ასაღები)

ფუნქცია-მოვალეობები:
  • მენიუს ზედმიწევნით ცოდნა და პროდუქციის შესაბამისად მომზადება;
  • პიცის აწყობა ,მომზადება 
  • პროდუქციის ვადების კონტროლი;
  • თანამდებობასთან დაკავშირებული სხვა მოვალეობების შესრულება.

ჩვენ გთავაზობთ:
  • ანაზღაურებადი სტაჟირება და სწავლება ნულიდან . 
  • დამატებითი სამუშაო საათების ანაზღაურება;
  • ღამის ცვლის შემთხვევაში ტრანსპორტირება;
  • ჯანმრთელობის დაზღვევა;
  • გრძელვადიანი თანამშრომლობა;
  • კარიერული განვითარება -  პოზიციური და ფინანსური წინსვლის პერსპექტივა.
  • ფასდაკლება სპორტულ დარბაზებში.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
  • ქართული ენის სრულყოფილად ცოდნა;
  • სასურველია ინგლისური ენის საკომუნიკაციო დონეზე ცოდნა.

უნარ-ჩვევები:
  • ენერგიული 
  • აქტიური 
  • პოზიტიური 
  • პუნქტუალური
  • შრომისმოყვარე
  • ყურადღებიანი და მობილიზებული 

გთხოვთ, დაინტერესებულ პირებს გამოაგზავნეთ თქვენი CV/რეზიუმე შემდეგ ელ.ფოსტაზე: natia.matcharashvili@dominospizza.ge  და წერილის თემის გრაფაში (subject-ში) მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება "პიცის ამწყობი".

შესავსები ფორმისთვის გადადით ლინკზე:


ვაკანსიაზე დაინტერესების შესახებ ინფორმაციის მოწოდებით, თქვენ ავტომატურად ადასტურებთ, რომ თანახმა ხართ კომპანია „ჯეოპიცამ“ დაამუშავოს თქვენ მიერ მოწოდებული პერსონალური მონაცემები, მათი მოწოდებიდან 1 წლის განმავლობაში. შენახვის მიზანია დამსაქმებელმა თქვენი კანდიდატურა განიხილოს სხვა პოზიციაზე ან/და ვაკანსიის განახლების შემთხვევაში დაგიკავშირდეთ.   
პერსონალური მონაცემების დამუშავების თანხმობის გამოხმობაზე მოგვწერეთ ამავე ელ. ფოსტაზე.

გისურვებთ წარმატებას და კარიერულ წინსვლას!