შპს „ქართუ - უნივერსალი“ ნაყინის და ნახევრფაბრიკატების მწარმოებელი ქართული კომპანიაა, რომელიც 1997 წლიდან ოპერირებს ბაზარზე. კომპანია აწარმოებს ყველასთვის ცნობილ და საყვარელ ბრენდებს - „თოლია“- ს და „კამპარა“ - ს. კომპანიის შესახებ დამატებითი ინფორმაციის მისაღებად ეწვიეთ ჩვენს გვერდს:
https://tolia.ge/ თოლიას ყველაზე გემრიელი და მხიარული გუნდი აცხადებს ვაკანსიას კონსულტანტის პოზიციაზე ისთ ფოინთში. ძირითადი ფუნქციები:
- კლიენტების კონსულტირება და მომსახურება;
- სალაროსთან და პროგრამასთან მუშაობა;
- პროდუქციის მიღება და განთავსება მერჩენდაიზინგის წესების დაცვით;
- პროდუქციის რეალიზებამდე ვადების მონიტორინგი;
- სანაყინე დანადგარების გამართული მუშაობისთვის შესაბამისი პროცედურების დაცვა;
- უსაფრთხოების და ჰიგიენის სტანდარტების დაცვა;
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
- ინგლისური და რუსული ენის ცოდნა საკომუნიკაციო დონეზე;
- პროგრამების ცოდნა: MS Excel; 1C თან მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად;
- სასურველია სალარო აპარატთან მუშაობის გამოცდილება;
- სასურველია მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება.
სამუშაო პირობები:
- ადგილი: თბილისი.
- გრაფიკი: დღეში 6-8 საათი
- ანაზღაურებადი ზეგანაკვეთური საათები;
- ანაზღაურება: 1300 - 1600 ლარი
- საჭიროების შემთხვევაში ტრანსპორტირება საცხოვრებელ ადგილამდე
დაინტერესებულ პირებს ვთხოვთ გამოგზავნონ რეზიუმე შემდეგ ელექტრონულ მისამართზე:
Hr@tolia.ge; სათაურის ველში (subject) მიუთითეთ პოზიცია, რომელზეც აგზავნით რეზიუმეს. დავუკავშირდებით მხოლოდ გასაუბრებისთვის შერჩეულ კანდიდატებს.
თოლია წარმატებებს გისურვებთ!