ადმინისტრატორი

თბილისი სრული განაკვეთი სასტუმრო მარჯან პლაზა
მივლინება: არა
განათლება: ბაკალავრი ენები: რუსული, ინგლისური
სასტუმრო/რესტორანი/კვება: ადმინისტრატორი (HoReCa)
4* ვარსკვლავიანი  სასტუმრო მარჯან პლაზა 2022 წლის ოქტომბრის თვიდან ოფიციალურად ოპერირებს სასტუმრო-სარესტორნო ბაზარზე და ღირსეულ კონკურენციას უწევს საქართველოში არსებულ ადგილობრივ თუ უცხოურ ბრენდებს,  აღნიშნულიდან გამომდინარე, საპატიო ადგილი უკავია Booking. Com- ის სარეიტინგო სიაში.  

სასტუმრო მარჯან პლაზა აცხადებს ვაკანსიასიებს მიღება-განთავსების დეპარტამენტში ადმინისტრატორის (Receptionist)  პოზიციაზე. 
ადგილმდებარეობა : თბილისი, დ.უზნაძის ქუჩა 65
სამუშაო განაკვეთი: სრული
ანაზღაურება: ფიქსირებული 
ბენეფიტი: კვება და დაზღვევა

ადმინისტრატორის ძირითადი მოვალეობები: 
  • სასტუმროში არსებული სტანდარტების მიხედვით სტუმართა მიღება, განთავსება და გაცილება;
  • სტუმრის სასტუმროს მართვის სისტემაში რეგისტრაცია და გადახდის ოპერაციების წარმოება სასტუმროს პროცედურების მიხედვით;
  • სტუმრებისათვის სასურველი ინფორმაციის მიწოდება ნომრების, ტარიფების და სასტუმროში არსებული სხვა სერვისების შესახებ;
  • სამუშაო დღის დასასრულსა და დასაწყისში სასტუმროში არსებულ სხვა დეპარტამენტებში საჭირო ინფორმაციის გადაცემა;
  • მომხმარებლებთან სატელეფონო, პირდაპირი თუ ელ-ფოსტით კომუნიკაცია, მიმოწერის კულტურისა და სტანდარტების დაცვა;
  • გაუთვალისწინებელ პრობლემებზე დროული რეაგირება და სწრაფი გადაჭრის გზების მოძიება;
  • ეფექტური და პოზიტიური ურთიერთობების უზრუნველყოფა, როგორც მომხმარებელთან, ასევე თანამშრომლებთან;
  • მაღალი ხარისხის მომსახურების უზრუნველყოფა - მათ გაუმჯობესებაზე მუდმივი ზრუნვა;
 
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
  • ბაკალავრის ხარისხი ,განათლება ტურიზმის სფეროში ჩაითვლება უპირატესობად;
  • ანალოგიურ პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება;
  • ინგლისური  და რუსული ენის ფლობა;

ჩვენ გთავაზობთ:
  • პოზიტიურ, პიროვნულ და პროფესიულ ზრდაზე ორიენტირებულ გარემოს;
  • სწავლებისა და განვითარების პროგრამებს;
  • გუნდური აქტივობების პროგრამებს;
  • ჯანმრთელობის დაზღვევას;
  • კვებით უზრუნველყოფას;

დაინტერესებულმა პირებმა გთხოვთ, გამოაგზავნეთ თქვენი CV/რეზიუმე შემდეგ ელ.ფოსტაზე: hr@marjanplaza.ge და წერილის, თემის გრაფაში (subject-ში) მიუთითეთ ვაკანსიის თემატური დასახელება - „ადმინისტრატორი“. 
მადლობას გიხდით ვაკანტური პოზიციით დაინტერესებისთვის და გისურვებთ წარმატებას!

თქვენ მიერ გამოგზავნილი ინფორმაცია (CV/რეზიუმე/სააპლიკაციო ფორმა), "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად, შესაძლოა შეიცავდეს პერსონალურ, მათ შორის, განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემებს. გაცნობებთ, რომ თქვენ მიერ გაზიარებული პერსონალური მონაცემების დამუშავება განხორციელდება შპს „რედვუდ ჰოსპიტალიტი მენეჯმენთ“-ის მიერ (ს/ნ.: 402270671) იურ. მის.: ქ. თბილისი, დ.უზნაძის 65) მეშვეობით, საერთაშორისო სტანდარტებისა და მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად. მონაცემთა დამუშავების მიზანია, დასაქმების მსურველი პირის არსებულ/სამომავლო ვაკანსიის მოთხოვნებთან შესაბამისობის დადგენა და შრომითი ურთიერთობის დამყარების შესახებ გადაწყვეტილების მიღება. თქვენ მიერ გამოგზავნილი ინფორმაცია შესაძლოა არ იქნას განხილული მიმდინარე ვაკანსიის მოთხოვნებიდან გამომდინარე ან/და დარეზერვდეს სხვა შესაფერისი ვაკანტური პოზიციისთვის. თქვენ მიერ გამოგზავნილი ინფორმაციის (CV/რეზიუმე/სააპლიკაციო ფორმა) შენახვის ვადა განისაზღვრება ერთი წლით. თქვენ უფლება გაქვთ, მიიღოთ ინფორმაცია თქვენ შესახებ დამუშავებულ მონაცემთა თაობაზე და მოითხოვოთ მათი გასწორება, განახლება, დამატება, დაბლოკვა, წაშლა და/ან განადგურება. მოქმედი კანონმდებლობით განსაზღვრული უფლებების განხორციელებისთვის, გთხოვთ, მოგვმართეთ შემდეგ ელექტრონულ ფოსტაზე: Hr@marjanplaza.ge;