კომერციული დირექტორი

თბილისი სრული განაკვეთი აგრონომი
მივლინება: არა
განათლება: ბაკალავრი ენები: ინგლისური, რუსული
TOP მენეჯმენტი: კომერციული დირექტორი
შპს „აგრონომი“ წარმოადგენს პესტიციდების, მინერალური სასუქებისა და სოფლის მეურნეობაში გამოსაყენებელი მცირე ტექნიკის ერთ-ერთ ყველაზე მსხვილ იმპორტიორ კომპანიას საქართველოში. 
კომპანიის შესახებ მეტი ინფორმაციის გასაგებად, გთხოვთ გადადით ბმულზე http://www.agronom.com.ge/

შპს „აგრონომი“ ეძებს გუნდის ახალ წევრს და აცხადებს ვაკანსიას კომერციული დირექტორის პოზიციაზე

პოზიციის დასახელება: კომერციული დირექტორი
სრული განაკვეთი: ორშაბათი - პარასკევი, 09:30 – 17:30, ერთი საათი შესვენება;
სამუშაოს ადგიმდებარეობა: თბილისი, ასევე შესაძლოა მივლინებები რეგიონებში;
ანაზღაურება: 4000 – 6000 ლარი (ხელზე ასაღები ხელფასი), დამოკიდებულია კადრის გამოცდილებაზე და კვალიფიკაციაზე,
ასევე ბონუსი, თვეში, 4000 ლარამდე, დამოკიდებული იქნება წლიურ მოგებაზე;

ძირითადი მოვალეობები:
  • კომპანიის კომერციული მიზნების და მომგებიანობის უზრუნველყოფის მიზნით, სტრატეგიის, ტაქტიკის, გაყიდვების გეგმების და მოგების მიზნების შემუშავება, წვლილის შეტანა პოლიტიკის და სტრატეგიის ფორმირებაში, რომელიც პირდაპირ ან არაპირდაპირ კავშირშია კომერციულ საქმიანობებთან, მათ შორის, გაყიდვებთან;
  • გაყიდვების და მარკეტინგის გუნდის საქმიანობების დაგეგმვა, მათთვის გეგმების შედგენა და კოორდინირება;
  • არსებული გაყიდვების არხების (საბითუმო, საცალო, ონლაინ) ეფექტიანი მართვა და ახალი არხების განვითარება;
  • პირდაპირი გაყიდვების ღონისძიებების ინიცირება, მართვა და აღსრულება შეთანხმებული ბიუჯეტის ფარგლებში, გაყიდვების მოცულობებზე, ფასებზე, პროდუქტსა და ვადებზე ორიენტირებულობით;
  • სამიზნე ბაზრებზე ბიზნესის შესაძლებლობების იდენტიფიცირება და ანგარიში; შემოსავლის, მომგებიანობის და გაყიდვების ზრდა;
  • ეფექტიანი საფასო პოლიტიკის და ფასწარმოქმნის შემუშავება და მართვა;
  • ფინანსურ დეპარტამენტთან ერთად კომერციული დეპარტამენტის წლიური ბიუჯეტის შექმნა და ხარჯების მართვის კონტროლი (ხარჯების მონიტორინგი და შეუსაბამობების ანალიზი) ბიუჯეტთან შესაბამისობაში;
  • კომერციული დეპარტამენტის ფინანსური ინფორმაციის შესაბამისი ანგარიშგების მართვა;
  • პასუხისმგებლობა კომპანიის ფინანსურ მაჩვენებლებზე, რომლებიც პირდაპირ არიან დაკავშირებული კომერციულ საქმიანობებთან;
  • ბაზრის, კონკურენტებისა და მომხმარებელთა კვლევების ინიცირება და მართვა;
  • კორპორატიული იმიჯის და რეპუტაციის შენარჩუნება და კომპანიის ბრენდ(ებ)ის შესაბამისი აქტივობებით (მათ შორის, მარკეტინგული, PR და სხვა) განვითარება;
  • მომხმარებლის საჭიროებების დადგენა, მათთვის ღირებულებების შექმნა და მოდიფიცირება;
  • ბიზნესის ბაზრის გაფართოების შესაძლებლობების მოძიება, პროექტების მსვლელობის / ვადების კონტროლი. პროექტების დაგეგმილი შედეგების მიღწევის კონტროლი;
  • საკანონმდებლო ნორმებთან, რეგულაციებთან შესაბამისობის კონტროლი (სურსათის უვნებლობა, ეტიკეტირების რეგლამენტი და ა.შ.);
  • პროდუქტების სტრატეგიული განვითარების გეგმის დასახვა;
  • მიზნებზე, სტრატეგიაზე და კონკურენციაზე ორიენტირებული ინიციატივები შესაბამისი პროდუქტების მიხედვით;
  • მარკეტინგული კვლევების ინიცირება და მონიტორინგი, რომელიც მიმართული იქნება არსებული და ახალი პროდუქტების ტესტირებისთვის, მომხმარებლებში მოთხოვნების იდენტიფიცირებისთვის;
  • ბრენდის კომუნიკაციის სტრატეგიის, მარკეტინგის სტრატეგიის შემუშავების, დანერგვის და მონიტორინგის პროცესების ზედამხედველობა;
  • ადამიანური რესურსების სამსახურთან თანამშრომლობით და კომპანიის პოლიტიკის შესაბამისად, უშუალო დაქვემდებარებულების შერჩევის პროცესში ჩართულობა, მართვა, ტრენინგი და მოტივაცია;
  • თანამშრომლების ეფექტური მართვისთვის საჭირო პროცედურების, სისტემების, პოლიტიკის ინიცირება, კოორდინაცია და აღსრულება

საჭირო ტექნიკური უნარები და კომპეტენციის სფეროები:
  • ფინანსური მონაცემების ანალიზის უნარი, მათ შორის P&L ანგარიშგება, ბალანსი და ფულადი ნაკადების ანგარიშგება;
  • ბაზრის კვლევისა და კონკურენტული ანალიზის ჩატარების უნარი ბაზრის ტენდენციების, შესაძლებლობებისა და საფრთხეების გამოსავლენად;
  • გაყიდვების ეფექტური სტრატეგიების შემუშავებისა და დანერგვის უნარი და გამოცდილება შემოსავლების მიზნების მისაღწევად და ბაზარზე შეღწევისთვის;
  • კონტრაქტების, შეთანხმებების და პარტნიორობის მოლაპარაკებების უნარი მომწოდებლებთან, კლიენტებთან და სხვა დაინტერესებულ მხარეებთან პირობების ოპტიმიზაციისა და მომგებიანობის უზრუნველსაყოფად;
  • ბიზნესის განვითარების ტექნიკისა და სტრატეგიების ცოდნა ახალი ბიზნეს შესაძლებლობების იდენტიფიცირებისა და ბაზრის წილის გასაფართოებლად;
  • ბიზნეს მიზნებთან შესაბამისი სტრატეგიული გეგმების შემუშავებისა და შესრულების უნარი, ბაზრის დინამიკის და კონკურენტული გარემოს გათვალისწინებით;
  • შესაბამისი კანონების, რეგულაციებისა და დარგის სტანდარტების ცოდნა, რომლებიც არეგულირებენ კომერციულ გარიგებებს, უზრუნველყოფენ შესაბამისობას და ამცირებენ საკანონმდებლო რისკებს;
  • მონაცემთა ანალიტიკური ინსტრუმენტებისა და ტექნიკის გამოყენება მონაცემების საფუძველზე გადაწყვეტილებების მისაღებად და კომერციული მუშაობის ოპტიმიზაციისთვის;
  • ტექნოლოგიებისა და ციფრული ინსტრუმენტების გამოყენების უნარი პროცესების გასამარტივებლად, ეფექტურობის გაზრდისა და ბიზნესის ზრდის ინიციატივების მხარდასაჭერად.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
  • უმაღლესი განათლება ბიზნესის ადმინისტრირების ან ფინანსების მიმართულებით
  • ხელმძღვანელ პოზიციაზე მუშაობის არა ნაკლებ 5 წლიანი გამოცდილება
  • კომერციული მიმართულებით ხელმძღვანელ პოზიციაზე მუშაობის არა ნაკლებ 3 წლიანი გამოცდილება
  • ინგლისური და რუსული ენების მაღალ დონეზე ცოდნა

გთხოვთ, რეზიუმე გამოგვიგზავნოთ შემდეგ ელ.ფოსტის მისამართზე: m.gvritishvili@agronom.com.ge, ხოლო სათაურში აუცილებლად მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება - კომერციული დირექტორი