ძირითადი მოვალეობები და ვალდებულებები:
- საბუღალტრო ოპერაციების აღრიცხვა და კონტროლი
- საგადასახადო რისკების შეფასება, საგადასახადო დეკლარაციების მომზადება და სახელმწიფო ბიუჯეტის მიმართ ვალდებულებების შესრულება ზუსტად და დროულად.
- სალაროს/ბანკის და საქვეანგარიშოდ გაცემული თანხების აღრიცხვა და კონტროლი.
- პროგრამის RS.ge-სთან შედარება, მათ შორის პირადი ბარათის აღრიცხვის კონტროლი
- დებიტორ/კრედიტორების დავალიანებების კონტროლი. ( ფინანსურ სამსახურთან ერთად)
- იმპორტთან დაკავშირებული გატარებების პროგრამული ასახვა
- სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მიერ წარმოდგენილი კვარტალური და წლიური ფორმების შევსების უზრუნველყოფა.
- ბუღალტრული რეპორტების წარმოება
- ხელმძღვანელ პირთა სხვა დავალებების შესრულება.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
- უმაღლესი განათლება ბუღალტრული აღრიცხვის , აუდიტის , ფინანსების სფეროში .
- სამშენებლო სფეროში მუშაობის მინიმუმ 1 წლიანი გამოცდილება , ბუღალტრის პოზიციაზე.
- საქართველოს საგადასახადო კოდექსისა და ფინანსური აღრიცხვის საერთაშორისო სტანდარტების ცოდნა
- საქართველოში აპრობირებული საბუღალტრო პროგრამებთან (ORIS, 1C, Balance და სხვა) მუშაობის გამოცდილება.
- კომპიუტერული (MS Office, Word, Excel) პროგრამების ცოდნა ; Excel მაღალ დონეზე.
სამუშაო განრიგი : ორშაბათი-პარასკევი, 09:00-18:00
ხელფასი: 2000-2500 ლარი ხელზე ასაღები, მზარდი (გამოცდილების შესაბამისად)
ბენეფიტები: კვებით უზრუნველყოფა და ჯანმრთელობის დაზღვევა
სამუშაო ადგილი:თბილისი, დიდი დიღომი (ქრისტინე შარაშიძის 25)
დაინტერესებულმა პირებმა გამოგვიგზავნეთ თქვენი რეზიუმე ელ-ფოსტაზე:
gvantsa.jagmaidze@artwin.ge, სათაურის ველში (subject) გთხოვთ მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება, წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი კანდიდატურა არ განიხილება.