მთავარი ბუღალტრის მოადგილე

თბილისი სრული განაკვეთი ბს/2 ჯორჯია
განათლება: ბაკალავრი ენები: რუსული, ინგლისური
ბუღალტერია/ფინანსები: ბუღალტრის თანაშემწე

,,ბს/2 ჯორჯია“-ს გუნდში ვეძებთ მთავარი ბუღალტერის მოადგილეს.

"ბს/2 ჯორჯია" წარმოადგენს ლიტვური ჰოლდინგის "Penki kontinentai"-ის (BS/2) შვილობილ კომპანიას (https://bs2.lt/ge/career/ ). ჩვენ ვემსახურებით საქართველოში წამყვან ბანკებს,  ბანკომატების და პოს - ტერმინალების მიმართულებით.ჯგუფის შვილობილი კომპანიები და მათი პარტნიორები მუშაობენ 12 ქვეყანაში და ჩვენი რეგიონული წარმომადგენლობა ოპერირებს 9 ქვეყანაში.  


Explore BS/2 Georgia: Office Tour, Team Events, and More


სამუშაო ადგილი: დიღომი 7 , პიმენ ყურაშვილის 6 (ვუზრუნველყოფთ ტრანსპორტირებას)

სამუშაო გრაფიკი: ორშაბათი - პარასკევი (09:00 – 18:00 1სთ. შესვენება)


ამ პოზიციის ძირითადი ფუნქცია - მოვალეობებია:

  • საქონელთან დაკავშირებული ოპერაციების აღრიცხვა (შესყიდვები, გასვლა, ჩამოწერა, გადაფასება, გადაადგილება და ა.შ.);
  • დებიტორ/კრედიტორების აღრიცხვა;
  • ბანკი/სალარო;
  • ძირითადი საშუალებების აღრიცხვა;
  • ყოველთვიური და წლიური დეკლარაციების მომზადებაში მონაწილეობის მიღება;
  • კვარტალური და წლიური ფინანსური ანგარიშგებების მომზადებაში მონაწილეობის მიღება;
  • ყველა დოკუმენტის შევსება შვილობილი კომპანიების მენეჯმენტის პოლიტიკის თანახმად;
  • პირველადი დოკუმენტაციის მომზადება ,  წარმოება და დაარქივება;
  • სასაქონლო ზედნადებების გამოწერტა პორტალზე:
  • მარაგების აღრიცხვა და კონტროლი;
  • ინვენტარიზაციის პროცესში მონაწილეობის მიღება;
  • ხელშეკრულებების ადმინისტრირება;
  • შედარების აქტების წარმოება დებიტორებთან;
  • ბუღლატრულ საქმიანობასთან დაკავშირებული სხვადასხვა დავალებების შესრულება, კომპეტენციის ფარგლებში.


მოთხოვნები:

  • უმაღლესი ფინანსური განათლება;
  • ბუღალტრული აღრიცხვის პრინციპებისა და სტანდარტების ცოდნა;
  • საქართველოს საგადასახადო კოდექსის ცოდნა.
  • ბუღალტრად მუშაობის სულ მცირე 2 წლიანი გამოცდილება;
  • საოფისე პროგრამების ცოდნა;
  • პროგრამა 1C და ბალანსში მუშაობის გამოცდილება;
  • ინგლისური და რუსული ენის ცოდნა;


ჩვენ  გთავაზობთ:

  • ჯანმრთელობის დაზღვევას;
  • საკომუნიკაციო და სატრასპორტო ხარჯებს, საჭიროების შემთხვევაში;
  • Fit pass ბარათს;
  • ხელფასი: შეთანხმებით.


დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ გამოგვიგზავნოთ რეზუმე ელ. მისამართზე: hr@bs2.ge, სათაურის ველში აუცილებლად მიუთითეთ - მთავარი მუღალტერის მოადგილე.

გაცნობებთ, რომ ჩვენს ვაკანსიაზე თქვენი მონაცემების გამოგზავნით, "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად, აცხადებთ თანხმობას რომ შპს "ბს/2 ჯორჯია"-მ დაამუშაოს თქვენი პერსონალური მონაცემები ვაკანსიასთან შესაბამისობის დადგენის მიზნით. ამასთან, თქვენს მიერ გამოგზავნილი რეზიუმე შეიძლება განხილულ იქნას სხვა ვაკანტური პოზიციისთვის. თქვენი რეზიუმე შესაძლოა შენახული იქნას 1 წლის განმავლობაში.


გისურვებთ წარმატებას!