თბილისის წარმომადგენლობის ქსელის კოორდინატორი/მოლარე

თბილისი სრული განაკვეთი PayBox
ინფორმაციული ტექნოლოგიები: ქსელის უსაფრთხოების ინჟინერი

სს ფეიბოქსი აცხადებს ვაკანსიას  თბილისის წარმომადგენლობის ქსელის კოორდინატორის/მოლარის პოზიციაზე. 


სს "ოპპა" ფინანსურ - ტექნოლოგიურ ბაზარზე 2007 წელს გამოჩნდა და მას შემდეგ მთელი საქართველოს მასშტაბით სთავაზობს მომხმარებლებს მრავალფეროვანი და სწრაფი გადახდის სერვისებს, როგორიცაა PayBox-ის სწრაფი ჩარიცხვის ტერმინალები. უახლესი ტექნოლოგიები, სისწრაფე, სიმარტივე და ხარისხი ჩვენი მთავარი ღირებულებებია.  ზრდასა და განვითარებაზე ორიენტირებული კომპანიის გარშემო 300-ზე მეტი თანამშრომელი ერთიანდება.   პოზიციის მიზანია, ინკასაციისთვის დავალების მიცემა, ინკასაციიდან შემოსილი ფულის დათვლა და დახარისხება.


რას გააკეთებ:

  • ქსელში არსებულ ტერმინალებში განთავსებული თანხების კონტროლი;
  • ქსელში გასული ინკასატორებისთვის თანხების დამატება დღის მანძილზე;
  • უსაფრთხოების ინსტრტუქციის ზედმიწევნით შესრულება;
  • ინკასაციიდან შემოსული თანხის დათვლა;
  • სალაროში არსებული თანხების დახარისხება და ბანკისთვის ამ თანხების მიწოდება.


პიროვნული უნარები:

  • მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა;
  • გუნდურობა;
  • დეტალებზე ორიენტირებულობა;
  • სამუშაოს ორგანიზება.


აუცილებელი პირობა:

  • უძრავი, მოძრავი ქონებით უზრუნველყოფა ან მესამე პირით თავდებობა;


თუ დაგაინტერესა ჩვენს გუნდში ამ პოზიციამ, გამოგვიგზავნე რეზიუმე შემდეგ მისამართზე: career@oppa.ge და სათაურის ველში მიუთითე პოზიციის დასახელება, რომელზეც აგზავნი განაცხადს. 


გაცნობებთ, რომ რეზიუმეს გამოგზავნით თქვენ აცხადებთ თანხმობას სს "ოპპა"- მ დაამუშაოს თქვენი პერსონალური მონაცემები ვაკანსიასთან შესაბამისობის დადგენის მიზნით. ამასთან დამსაქმებელმა შესაძლებელია თქვენი მონაცემი შეინახოს და თავსებადობის შემთხვევაში განიხილოს სხვა ვაკანტურ პოზიციაზეც.


სს “ოპპას” შერჩევის პროცესი თავისუფალია ყველა სახის დისკრიმინაციისგან, ითვალისწინებს და აკმაყოფილებს  პირთა მიმართ თანაბარი მოპყრობის პრინციპებს და მოქმედებს დიკრიმინაციის აკრძალვის ფარგლებში.  გამოხატული დისკრიმინაციის შემთხვევაში შეგიძლია მოგვმართოთ ცხელ ხაზზე: 2 303 308.