სერვის ცენტრის მენეჯერი

თბილისი სრული განაკვეთი სოკარ ჯორჯია პეტროლეუმი
მივლინება: არა ხელფასი: 1400
განათლება: ბაკალავრი ენები: ინგლისური, რუსული
ავტო-მოტო სერვისი: აგს-ის მენეჯერი
შპს „სოკარ ჯორჯია პეტროლეუმი“  აცხადებს ვაკანსიას  თბილისში „სერვის ცენტრის მენეჯერის პოზიციაზე“.

ანაზღაურება:  1400 ხელზე ასაღები თანხა
ბენეფიტები: ჯანმრთელობის დაზღვევა, კორპორატიული ნომერი, საწვავზე ფასდაკლების ბარათი.

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:
  • მომსახურების ცენტრის გამართულ ფუნქციონირებაზე პასუხისმგებლობა;
  • მომსახურების სტანდარტის დაცვა;
  • მომსახურე ცენტრის თანამშრომლების  დახმარება და კოორდინირება;
  • მომსახურების ცენტრის კადრების დაკომპლექტებაში მონაწილეობის მიღება;
  • მომსახურების ცენტრის გაყიდვების კონსულტანტის კანდიდატის დატრეინინგება არსებულ სამუშაო პროგრამებში, გადამზადებული  კანდიდატების  ცოდნის დონის შემოწმება და შეფასება,უშუალო ხელმძღვანელისთვის შედეგის გაზიარება;
  • მომხმარებლის მომსახურება;
  • ახალი მომხმარებლის დარეგისტრირება;
  • მომხმარებლისთვის კომპანიის პროდუქტების/მოსახურების და მიმდინარე სიახლეების გაცნობა;
  • მომსახურების ცენტრში პრობლემის დადგომის შემთხვევაში უშუალო ხელმძღვანელთან შეთანხმებით აღნიშნული პრობლემის აღმოფხვრა;
  • მომსახურების ცენტრში წარმოქმნილი საოპერაციო პრობლემების შემთხვევაში რეაგირება და  სწორი გადამისამართება;
  • კონსიგნაციის მქონე კომპანიების ბაზის მართვა და გადასახადების მონიტორინგი
  • შეთავაზებების მომზადება ახალი კლიენტებისთვის გაყიდების უფროსთან შეთანხმებით;
  • ფასების შეთანხმება გაყიდვების მენეჯერებთან სისტემაში რეგისტრაციამდე;
  • არსებული მომხმარებლების ბაზის შექმნა და ყოველთვიური განხლება;
  • არსებული მომხმარებლების შესყიდვების მონიტორინგი;
  • ფასებისა და ფასდაკლებების დინამიკის კონტროლი;
  • პოტენციური მომხმარებლების შესახებ ინფრომაციის მოძიება და გაყიდვებისთვის მიწოდება;
  • ნაღდი ანგარიშწორებისას თანხის მიღება, დათვლა და სპეციალური აპარატით კუპიურების შემოწმება;
  • ბუღალტერული პირველადი დოკუმენტაციის შედგენა და ოპერაციების ასახვა შესაბამის პროგრამაში (1C), საბანკო ანგარიშზე ჩარიცხვის შემოწმება.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
  • უმაღლესი განათლება (სასურველია ბიზნეს ადმინისტრირების მიმართულებით);
  • რუსული და ინგლისური საკომუნიკაციო დონეზე ცოდნა;
  • MS Office-ის Basic დონეზე ფლობა;

პიროვნული თვისებები და უნარები:
  • ეფექტური კომუნიკაციის უნარი;
  • გუნდური მუშაობის უნარი;
  • პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
  • სტრესული სიტუაციის მართვის უნარი;
  • დროის მართვის უნარი

დაინტერესებულმა პირებმა რეზიუმე  (CV) გთხოვთ, გამოაგზავნეთ ელ.ფოსტაზე: vacancy@socar.ge
სათაურის ველში მიუთითოთ „სერვის ცენტრის გაყიდვების მენეჯერი“.  გისურვებთ წარმატებას!
აქვე გაცნობებთ, რომ კომპანია ატარებს ანტიდისკრიმინაციულ და თანასწორობის პოლიტიკას და კანდიდატის შერჩევისას ვითვალისწინებთ მხოლოდ მის პროფესიულ ცოდნას, სამუშაოსთან რელევანტურ გამოცდილებასა და უნარ-ჩვევებს. კომპანია  ადასტურებს, რომ შერჩევისა და თანამშრომლების ნებისმიერ ეტაპზე გამორიცხულია კანდიდატების დისკრიმინაცია ნებისმიერი ნიშნით. 

შპს "სოკარ ჯორჯია პეტროლეუმში" თქვენს მიერ გამოგზავნილი რეზიუმე, "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად, შესაძლოა შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს, მათ შორის, განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემებსაც.
შპს "სოკარ ჯორჯია პეტროლეუმის" მიერ გამოცხადებულ ვაკანსიაზე გამოხმაურების შემთხვევაში, თქვენ ეთანხმებით, რომ:
თქვენი პერსონალური მონაცემები შპს "სოკარ ჯორჯია პეტროლეუმის" მხრიდან დამუშავდება თქვენთან სახელშეკრულებო, მათ შორის შრომითი ურთიერთობის დამყარების შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნებისთვის;
შპს "სოკარ ჯორჯია პეტროლეუმი" თქვენი დასაქმების შესახებ უარყოფითი გადაწყვეტილების მიღების შემთხვევაში, თქვენგან მიღებულ ინფორმაციას, მათ შორის პერსონალურ მონაცემებს, შეინახავს და დაამუშავებს შემდგომში შეთავაზების გაკეთების მიზნით; 
იმ შემთხვევაში, თუ ეთანხმებით ზემოთ აღნიშნულ პირობებს, გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ თქვენი რეზიუმე მითითებულ ელ.ფოსტაზე.