არასამედიცინო მომსახურების მხარდაჭერის მენეჯერი

თბილისი სრული განაკვეთი სადაზღვევო კომპანია ჯიპიაი ჰოლდინგი
მივლინება: არა
განათლება: ბაკალავრი ენები: ინგლისური, რუსული
დაზღვევა: დაზღვევა (ზოგადი)
სს ”სადაზღვევო კომპანია ჯიპიაი ჰოლდინგი“ აცხადებს ვაკანსიას არასამედიცინო მომსახურების მხარდაჭერის მენეჯერის პოზიციაზე.

სს ”სადაზღვევო კომპანია ჯიპიაი ჰოლდინგი” (www.gpih.ge) არის ევროპის ერთ-ერთი უმსხვილესი სადაზღვევო კომპანიის ვენის სადაზღვევო ჯგუფის (www.vig.com) წევრი და წამყვანი კომპანია საქართველოს სადაზღვევო ბაზარზე. ჩვენ გამოვირჩევით ძლიერი და მეგობრული გუნდით, რომელიც ეფუძნება შემდეგ ფასეულობებს - სამართლიანობა, თანადგომა, პროფესიონალიზმი და პროგრესი. ჯიპიაი ჰოლდინგი გთავაზობთ წარმატებისა და განვითარებისთვის საუკეთესო გარემოს.

პასუხისმგებლობები:
  • დაზღვეული პირების დეტალური კონსულტირება;
  • ავტო დაზღვევის პროდუქტებზე შემოსული ზარალების მიღება და დარეგულირება;
  • კლიენტისთვის სტანდარტის მიხედვით განსაზღვრულ ვადებში პასუხის დაბრუნება;
  • დაზღვეულთა საბუთების მიღება, რეგისტრაცია და დაზღვეულთათვის გადაწყვეტილებების გაცნობა;
  • სადაზღვევო ანაზღაურებაზე დელეგირების ფარგლებში გადაწყვეტილების მიღება და პროცესის სწორად აღსრულების უზრუნველყოფა;
  • დელეგირების ფარგლებს გარეთ არსებულ შემთხვევებზე დროული რეაგირება;
  • კლიენტების ლოიალურობის გაზრდაზე მუდმივი ზრუნვა;
  • ანაზღაურების სისტემის გამართულად მუშაობის უზრუნველყოფა;
  • სხვა დავალებები და პასუხისმგებლობები მოთხოვნის შესაბამისად.

მოთხოვნები:
  • უმაღლესი  განათლება;
  • საავტომობილო ბაზრის ტენდენციების ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად;
  • სადაზღვევო და მომსახურების სფეროში მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად;
  • ინგლისური ან/და რუსული ენების ფლობა, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ზეპირი კომუნიკაცია;
  • კომპიუტერთან მუშაობის უნარი და საოფისე პროგრამების ცოდნა (MS Office);
  • დაძაბულ რეჟიმში მუშაობის უნარი;

დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ წარმოადგინოთ თქვენი CV ქართულ ან ინგლისურ ენაზე შემდეგ ელექტრონულ მისამართზე:  jobs@gpih.ge
გთხოვთ, წერილის გამოგზავნისას „Subject line” - ში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება (არასამედიცინო მომსახურების მხარდაჭერის მენეჯერი), წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი კანდიდატურა არ განიხილება.
შერჩევის ყველა ეტაპი ჩატარდება ონლაინ ფორმატში.

ჯიპიაი ჰოლდინგი გთავაზობთ თქვენზე მორგებულ, დისტანციურ ან ნაწილობრივ დისტანციურ - მოქნილ სამუშაო გარემოს, რომელიც ორიენტირებულია თქვენს უსაფრთხოებასა და კომფორტზე.
კომპანიის შესახებ დამატებითი ინფორმაციისა და მიმდინარე ვაკანსიების სანახავად გამოგვყევით Linkedin-ის გვერდზე: https://www.linkedin.com/company/gpih-vig/