მთავარი ბუღალტერი
თარიღები: 22 აგვ - 20 სექ
მდებარეობა: ქუთაისი
დასაქმების ფორმა: სრული განაკვეთი
ხელფასი: 1000 - 1500 +ბონუსი
განათლება: მაგისტრი
გამოცდილება: 3 - 5 წლამდე
ენები: ქართული ინგლისური
ბუღალტერია/ფინანსები:  მთავარი ბუღალტერი
ელ.ფოსტა გამოხმაურებისთვის: mtsvanekvavila1950@yahoo.com
ტელეფონი გამოხმაურებისთვის: +995 431 278413
მისამართი: ქუთაისი, ორახელაშვილი, 14

მწვანე ყვავილა 1950 აცხადებს ვაკანსიას მთავარი ბუღალტრის პოზიციაზე ქუთაისში


მოვალეობები:

  • კომპანიაში საბუღალტრო-სააღრიცხვო პროცესის მართვა, რაც გულისხმობს კომპანიის ოპერაციების ზუსტი, დროული და საკანონმდებლო მოთხოვნების შესაბამისი აღრიცხვის წარმოებას ;
  • ყოველდღიური სამეურნეო და ფინანსური ოპერაციების საბუღალტრო ასახვა;
  • პირველადი დოკუმენტების მომზადება, სისწორის შემოწმება, დალაგება და პროგრამაში გატარება;
  • ყოველთვიური ბალანსის, მოგება-ზარალის, ნაღდი ფულის მოძრაობის ანგარიშის მომზადება, საგადასახადო ორგანოებთან ურთიერთობა და საგადასახადო აღრიცხვის წარმოება, დეკლარაციების მომზადება;
  • პროდუქციის, სასაქონლო-მატერიალური მარაგების და ძირითადი საშუალებების აღრიცხვა პირველადი დოკუმენტების საფუძველზე;
  • საქვეანგარიშო თანხების კონტროლი;
  • ხელმძღვანელობისათვის სხვადასხვა სახის რეპორტების მომზადება

 

მოთხოვნა:

  • უმაღლესი განათლება ფინანსების ან ბუღალტრული აღრიცხვის მიმართულებით
  • საგადასახადო კოდექსის მაღალ დონეზე ცოდნა
  • საბუღალტრო პროგრამა Oris-ის მაღალ დონეზე ცოდნა
  • მთავარ ბუღალტრად მუშაობის არანაკლებ 3 წლიანი გამოცდილება

 

დაინტერესების შემთხვევაში გამოგვიგზავნეთ თქვენი რეზიუმე შემდეგ მისმართზე: mtsvanekvavila1950@yahoo.com ან დაგვიკავშირდით ნომერზე:+995 431 278413