შპს "მწვანე ყვავილა 1950" აცხადებს ვაკანსიას "დირექტორის მოადგილე საინჟირ საკითხებში" პოზიციაზე ქუთაისში.
ანაზღაურება: 500-1000 ლარი
მოვალეობები:
- ორგანიზაციის სარემონტო და სხვადასხვა ტექნიკური საჭიროებების გამოვლენა;
- სამშენებლო - სარემონტო სამუშაოებისთვის საჭირო მასალების შესყიდვა და გამოსაყენებული მასალების ხარისხის კონტროლი;
- საინჟინრო დოკუმენტების მართვა, გეგმების, ნახაზების და მოცულობების გადამოწმება;
- სარემონტო სამუშაოების გრაფიკის და ხარისხის კონტროლი;
- ხარჯთაღრიცხვების შედგენა სამშენებლო ნორმებისა და წესების დაცვით;
- შესრულებული სამუშაოების აქტების შედგენა–დამუშავება, გახარჯული მასალების ჩამოწერა;
- ელექტრომომარაგების, წყალგაყვანილობის, კანალიზაციის სისტემების გამართული მუშაობის, მათი სწორი ტექნიკური მომსახურებისათვის დროული და ხარისხიანი სარემონტო სამუშაოების უზრუნველყოფა;
- დირექტორის მიერ დაკისრებული მოვალეობების შესრულება.
სავალდებულო მოთხოვნები:
- უმაღლესი განათლება ტექნიკური მიმართულებით;
- სამშენებლო სფეროში მინიმუმ 3 წლიანი გამოცდილება;
- ადმინისტრატორად მუშაობის გამოცდილება;
- საოფისე კომპიუტერული პროგრამების მაღალ დონეზე ცოდნა,
უპირატესობა:
- მართვის მოწმობა;
- ინგლისური ენის ცოდნა,
დაინტერესების შემთხვევაში გამოგვიგზავნეთ რეზიუმე მეილზე: mtsvanekvavila1950@yahoo.com