ლეგალ წარმოების სპეციალისტი

თბილისი სრული განაკვეთი პაბ ინვესტი
მივლინება: არა
განათლება: ბაკალავრი
საბანკო: პრობლემური სესხების ოფიცერი, საბანკო(ზოგადი)
 „პაბ ინვესტი“ - საქართველოს ეროვნული ბანკის ზედამხედველობის ქვეშ მოქმედი ფინანსური ორგანიზაცია გთავაზობთ დასაქმებას. გახდი ჩვენი გუნდის წევრი და მიიღე მრავალპროფილური კვალიფიკაცია, რითაცშეძლებ დაეხმარო ადამიანებს ფინანსური მდგომარეობის რეაბილიტაციაში.  
იმუშაო ჩვენთან, ნიშნავს, შეუერთდე საქართველოს ბაზრის ლიდერ კომპანიას, რომელიც 2019 წლიდან ახორციელებს ინვესტიციებს, თანამშრომლობს არაერთ საერთაშორისო ფონდთან და ორგანიზაციასთან. 

პაბ ინვესტი აცხადებს ვაკანსიას ლეგალ წარმოების სპეციალისტის პოზიციაზე თბილისში. 
 
სამუშაო გრაფიკი და ანაზღაურება : 
  • ორშაბათიდან- პარასკევის ჩათვლით 09:30-18:30 საათამდე 
  • ანაზღაურება: ხელფასი + ბონუსი.  
 
ძირითადი ფუნქციები: 
  • აღსრულების ეტაპზე არსებული საქმის წარმოება, კომუნიკაცია აღსრულების ეროვნულ ბიუროსთან/კერძო აღმასრულებელთან, საქმის წარმართვა აღსრულების ეროვნულ ბიუროში და პრობლემური სესხების მართვასთან დაკავშირებული სხვა ქმედებები; 
  • დებიტორებთან (მომხმარებელთან) ურთიერთობა/კომუნიკაცია და გადახდების კონტროლი; 
  • პორტფელის სისტემური მონიტორინგი, მიმდინარე ვადაგადაცილებული/პრობლემური სესხების პორტფელის მართვა და ანალიზი. 
 
საკვალიფიკაციო მოთხოვნები: 
  • უმაღლესი განათლება (სასურველია იურიდიული); 
  • ანალოგიურ პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება (სასურველია); 
  •  საოფისე პროგრამების სამომხმარებლო დონეზე ცოდნა (Microsoft Word, Excel); 
 
პიროვნული და სხვა უნარჩვევები: 
  • ეფექტური მოლაპარაკებების უნარი; 
  • დამოუკიდებლად მუშაობის უნარი; 
  • პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა; 
  • კომუნიკაბელურობა; 
  • დეტალებზე ორიენტაციის უნარი; 
  • სტრესულ სიტუაციაში მუშაობის უნარი; 
  • გუნდური მუშაობის უნარი; 
 
გთავაზობთ: 
  • განვითარებას და კარიერულ წინსვლას; 
  • სასიამოვნო სამუშაო გარემოს; 
  • ჯანმრთელობის დაზღვევას; 
  • ფიტპასი; 
 
დაინტერესების შემთხვევაში თუ ფიქრობთ, რომ აკმაყოფილებთ მოცემულ მოთხოვნებს - გამოაგზავნეთ რეზიუმე მისამართზე: hr@pab.ge . Subject-ში აუცილებლად მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება. 
 
მითითებულ ელ. ფოსტის მისამართზე CV-ის გამოგზავნის შემთხვევაში, კომპანია უფლებამოსილია საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად, დაამუშაოს თქვენი პერსონალური მონაცემები (შემდგომში - „მონაცემები“), რომლებიც ცნობილი გახდა აღნიშნული ვაკანსიის ფარგლებში. 
მონაცემების დამუშავების მიზანს წარმოადგენს მოცემულ ან კომპანიის მიერ გამოცხადებულ სხვა ნებისმიერ ვაკანსიაზე თქვენი კანდიდატის განხილვა. აღნიშნული მიზნით, მონაცემების დამუშავება ხორციელდება არაუმეტეს 12 (თორმეტი) თვის ვადით. 
გაითვალისწინეთ, რომ კომპანიაში CV-ის გამოგზავნით თქვენ თანხმობას აცხადებთ ზემოაღნიშნულ პირობაზე თქვენი პერსონალური მონაცემების დამუშავების შესახებ. 
პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ საქართველოს კანონის მიზნებისთვის, პერსონალურ მონაცემთა დამუშავებაში იგულისხმება მონაცემთა მიმართ შესრულებული ნებისმიერი მოქმედება, მათ შორის, მათი შეგროვება, მოპოვება, შენახვა და სხვ.