ხილის და ბოსტნეულის წვენის მწარმოებელი კომპანია აცხადებს ვაკანსიას ლაბორანტის პოზიციაზე
ადგილმდებარეობა: თელავი
სამუშაო გრაფიკი: ნახევარი განაკვეთი (დღეში 4 სამუშაო საათი)
ხელფასი: 800 ლ
ფუნქცია-მოვალეობები:
- პროდუქციის ფიზიკური და ქიმიური ანალიზი
- ყოველდღიურად გამოყენებული ლაბორატორიული მასალის აღწერა
- სურსათის საერთაშორისოდ აღიარებული სტანდარტის მართვა და მუდმივი გაუმჯობესება, ISO-ს დოკუმენტაციის შევსება ( HACCP & ISO 220000 )
- პირველადი დოკუმენტაციის შევსება ( აღრიცხვის ფორმები, შიდა ლაბორატორიული კონტროლის ფორმა, სანიტარული და ჰიგიენური მდგომარეობის ფორმების შევსება და სხვა )
- შიდა სტანდარტის შემუშავება ( პროდუქტის დასახელება, ინფორმაცია კვებითი ღირებულების შესახებ, ქიმიური და მიკრობიოლოგიური პარამატრები, შეფუთვა, ეტიკეტირება, ტრანსპორტირება და სხვა )
- სურსათის უვნებლობის სისტემის დანერგვა და მუდმივი გაუმჯობესება
- საწარმოო ჰაერის, წყლის, სურსათთან შეხებაში მყოფი ზედაპირების პერიოდული კვლევები
ძირითადი მოთხოვნები, რასაც უნდა აკმაყოფილებდეს განაცხადით დაინტერესებული კანდიდატი:
- უმაღლესი განათლება სასურსათი ტექნოლოგიის/ქიმიის/ბიოლოგიის მიმართულებით
- საოფისე კომპიუტერული პროგრამების (MS Office) -ის საშუალო დონეზე ცოდნა
- საქართველოს და საერთაშორისო სტანდარტებით/კანონმდებლობით გათვალისწინებული მოთხოვნის ცოდნა.
- ხარისხის მენეჯმენტის და სურსათის უვნებლობის მენეჯმენტის სისტემების ცოდნა
- ინგლისური ენის ცოდნა
პიროვნული უნარ-ჩვევები:
- გამართული ვერბალური და წერითი კომუნიკაციის ფლობა;
- ეფექტური კომუნიკაციის უნარი;
- მულტიფუნქციური;
- გუნდური მუშაობის უნარი;
- დეტალებზე ორიენტირებული;
- ანალიტიკური აზროვნების უნარი;
დაინტერესების შემთხვევაში გამოაგზავნეთ თქვენი CV/რეზიუმე შემდეგი ელ. ფოსტის მისამართზე: achinebuli@gmail.com
ან დაგვიკავშირდით ნომერზე: +995 577908081 +995 577908017