მზარეულის დამხმარე

ბათუმი ნახევარი განაკვეთი 8000 მოსავალი
მივლინება: არა
სასტუმრო/რესტორანი/კვება: მზარეულის თანაშემწე
ღვინის მაღაზია/ბარი „8000 მოსავალი“ აცხადებს ვაკანსიას მზარეულის დამხმარის პოზიციაზე, ბათუმში

ვინ ვართ ჩვენ
8000 მოსავალი არის ქართული ღვინის მაღაზია/ბარი, სადაც ყველა ღვინო შერჩეულია
დამოუკიდებელი კომისიის მიერ ფარული დეგუსტაციის წესით. დღეს მაღაზიაში გვაქვს 1000-მდე რჩეული ღვინო. 
ჩვენს ბარში ღვინის შეძენა მაღაზიის თაროს ფასადაა შესაძლებელი და სტუმრებს ვუმასპინძლდებით მხოლოდ ცივი, ღვინოსთან მისაყოლებელი ხემსით.
ვატარებთ ბევრ ღონისძიებას, რათა გავზარდოთ ცოდნა ღვინის შესახებ და შევქმნათ ღვინის სმის მართებული კულტურა.
ჩვენი მისიაა რაც შეიძლება მეტ ადამიანს გავასინჯოთ და შევაყვაროთ კარგი ქართული ღვინო.
ამ ეტაპზე გვაქვს 5 მაღაზია/ბარი და ონლაინ მაღაზია.

რას მიიღებთ ჩვენგან
  • გუნდთან ერთად მუშაობას, რომელიც გაერთიანებულია ერთი იდეის გარშემო
  • ბევრი ღვინის გასინჯვას და ცოდნას ღვინოზე
  • ჯანმრთელობის დაზღვევის თანადაფინანსებას
  • ფიტპასის აბონიმენტს შეღავათიან ფასში

ძირითადი მოვალეობები
  • შეკვეთის მომზადების პროცესში მონაწილეობის მიღება
  • ტექნოლოგიური სტანდარტების და კალკულაციის დაცვა
  • სანიტარულ-ჰიგიენური ნორმების დაცვა
  • სამუშაო დღის დასასრულისას სამზარეულოს ინვენტარის მოწესრიგება და დასუფთავება

მოთხოვნები
  • პუნქტუალურობა
  • ინტენსიურ პირობებში მუშაობის უნარი
  • შრომისმოყვარეობა
  • გუნდური მუშაობის უნარი
  • პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა
  • გამოცდილება აუცილებელი არ არის.

გრაფიკი: 19:00-დან 23:00-მდე

დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი CV შემდეგ ელ-ფოსტაზე: batumi.vacancy@8000vintages.ge 
სათაურის ველში მიუთითეთ „მზარეულის დამხმარე“.
ან დაგვირეკეთ: +995 555422842