გაყიდვების მენეჯერი

ქობულეთი სრული განაკვეთი ანკო
მივლინება: არა ხელფასი: 1200
ენები: ინგლისური, რუსული
გაყიდვები: გაყიდვების მენეჯერი
სამშენებლო კომპანია "ANKO"  აცხადებს ვაკანსიას გაყიდვების მენეჯერის პოზიციაზე. 
შპს “ANKO”-ს განხორციელებული აქვს 5-ზე მეტი წარმატებული პროექტი და ჯამურად აშენებული აქვს 50,000 კვადრატულ მეტრზე მეტი საცხოვრებელი ფართი. კომპანია ამჟამად ეძებს გაყიდვების მენეჯერს ქობულეთში, ზღვისპირა ზონაში მშენებარე მრავალ-ფუნქციური კომპლექსის პროექტისთვის.
დამატებითი ინფორმაციისათვის იხილეთ ბმული: https://mvpgroup.ge/

მისამართი:  აჭარა, ქობულეთი, დავით აღმაშენებლის გამზირი #258-260
სამუშაო დრო: ორშაბათი-პარასკევი (10:00-დან 18:00-მდე)
ანაზღაურება:  ფიქსირებული ანაზღაურება 1200 ლარი  და ბონუსი გაყიდვბიდან 0.5 %.

ძირითადი მოვალეობები:
  • პოტენციური მომხმარებლების მოძიება, შეხვედრების დაგეგმვა და კომუნიკაცია;
  • მომხმარებლებთან შეხვედრა და პროექტის გაცნობის უზრუნველყოფა;
  • CRM-ის მართვა და ლიდების ეფექტურად დამუშავების უზრუნველყოფა;
  • შეთავაზებების გამზადება და გაყიდვასთან დაკავშირებული მოლაპარაკებების წარმართვა; 
  • გაყიდვების სხვადასხვა არხების მოძიება და ეფექტურობის მონიტორინგი;
  • გაყიდვისა სრული ციკლის უზრუნველყოფა და შესაბამისი დოკუმენტაციის წარმოება ან მონიტორინგი;
  • არსებული მომხმარებლების საჭიროებების მართვა და მათთან ხანგრძლივი ურთიერთობის შენარჩუნება.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
  • სასურველია სამშენებლო/დეველოპერული სფეროს საბაზისო დონეზე ცოდნა;
  • ინგლისური და რუსული ენების საკომუნიკაციო დონეზე ცოდნა;
  • MS Office-ის სამომხმარებლო დონეზე ცოდნა;

პიროვნული თვისებები:
  • დამარწმუნებელი კომუნიკაციის უნარი:
  • ორგანიზებულობა;
  • მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა.

დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ, გამოგზავნოთ რეზიუმე შემდეგ მისამართზე: hr@anko.ge