კახეთის რეგიონის კორპორატიული გაყიდვების მენეჯერი

თელავი სრული განაკვეთი სოკარ ჯორჯია პეტროლეუმი
მივლინება: არა ხელფასი: 1700
ენები: ინგლისური, რუსული
გაყიდვები: კორპორატიული კლიენტები (B2B)
შპს „სოკარ ჯორჯია პეტროლეუმი“  აცხადებს ვაკანსიას თელავში - „კახეთის რეგიონის კორპორატიული გაყიდვების მენეჯერის პოზიციაზე“.
ანაზღაურება:  1700 ლარი (საქართველოს კანონმდებლობით გათვლილი გადასახადების გარეშე)
ბენეფიტები: კვარტალური საბონუსე სისტემა, ჯანმრთელობის დაზღვევა, ლიმიტირებული საწვავი, კორპორატიული ნომერი.

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:
  • პორტფელის მიხედვით ახალი კლიენტების მოძიება და გადმოყვანა;
  • საკუთარ პორტფელში არსებული მოხმარებლების შენარჩუნება და მართვა;
  • გაყიდვების გეგმის შესრულება;
  • კორპორატიული კლიენტების მოძიება, მათი მოთხოვნების შესწავლა, კონკრეტული პროდუქტების მიწოდება;
  • კონკურენტების ბაზრის პერიოდული ანალიზი;
  • რეგიონის მიხედვით პერიოდული ბაზრის ანალიზი და კონკურენტების ბაზრის შესწავლა;
  • კორპორატიული გაყიდვების დეპარტამენტთან ერთად  და მათ გარეშე შეხვედრების დაორგანიზება და წარმართვა; 
  • კლიენტებისთვის ფასდაკლების შეთავაზება, ხელმძღვანელთან შეთანხმებული სქემით, პორტფელის ფარგლებში; 
  • გაყიდვების და საკუთარი პორტფელის მუდმივი მონიტორინგი; 
  • კორპორატიული გაყიდვების დეპარტამენტის ხელმძღვანელთან ყოველ კვირეული და ყოველ თვიური რეპორტინგის წარმოება;
  • პრეზენტაციების კეთების უნარი;

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
  • გაყიდვების სფეროში მუშაობის მინიმუმ 2 წლიანი სამუშაო გამოცდილება;
  • ინგლისურისა და რუსული ენის საკომუნიკაციო დონეზე ფლობა;
  • MS Office-ის ფლობა;
  • პიროვნული თვისებები და უნარები:
  • ეფექტური კომუნიკაციის უნარი;
  • გუნდური მუშაობის უნარი;
  • პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
  • დროის მართვის უნარი 
  • პუნქტუალურობა;

დაინტერესებულმა პირებმა რეზიუმე  (CV) გთხოვთ, გამოაგზავნეთ ელ.ფოსტაზე: vacancy@socar.ge.    სათაურის ველში მიუთითოთ „კახეთის რეგიონის კორპორატიული გაყიდვების მენეჯერი - თელავში“. წინააღმდეგ შემთხვევაში  თქვენი კანდიდატურა არ განიხილება.

აქვე გაცნობებთ, რომ კომპანია ატარებს ანტიდისკრიმინაციულ და თანასწორობის პოლიტიკას და კანდიდატის შერჩევისას ვითვალისწინებთ მხოლოდ მის პროფესიულ ცოდნას, სამუშაოსთან რელევანტურ გამოცდილებასა და უნარ-ჩვევებს. კომპანია  ადასტურებს, რომ შერჩევისა და თანამშრომლების ნებისმიერ ეტაპზე გამორიცხულია კანდიდატების დისკრიმინაცია ნებისმიერი ნიშნით. 
თქვენს მიერ გამოგზავნილი რეზიუმე, "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად, შესაძლოა შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს, მათ შორის, განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემებსაც.
შპს "სოკარ ჯორჯია პეტროლეუმის" მიერ გამოცხადებულ ვაკანსიაზე გამოხმაურების შემთხვევაში, თქვენ ეთანხმებით, რომ:
თქვენი პერსონალური მონაცემები შპს "სოკარ ჯორჯია პეტროლეუმის" მხრიდან დამუშავდება თქვენთან სახელშეკრულებო, მათ შორის შრომითი ურთიერთობის დამყარების შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნებისთვის;
შპს "სოკარ ჯორჯია პეტროლეუმი" თქვენი დასაქმების შესახებ უარყოფითი გადაწყვეტილების მიღების შემთხვევაში, თქვენგან მიღებულ ინფორმაციას, მათ შორის პერსონალურ მონაცემებს, შეინახავს და დაამუშავებს შემდგომში შეთავაზების გაკეთების მიზნით; 
იმ შემთხვევაში, თუ ეთანხმებით ზემოთ აღნიშნულ პირობებს, გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ თქვენი რეზიუმე მითითებულ ელ.ფოსტაზე.