იურისტი-სამართალდამცავი

თბილისი სრული განაკვეთი ჩერნოვეცკის ფონდი
მივლინება: არა
განათლება: ბაკალავრი ენები: რუსული, ქართული
იურიდიული: იურისტი
„ჩერნოვეცკის საქველმოქმედო ფონდი" აცხადებს ვაკანსიას პოზიციაზე: იურისტი-სამართალდამცავი
ადგილმდებარეობა:  ქ. თბილისი 

მოთხოვნები კანდიდატებისთვის:
  • საქართველოს კანონმდებლობისა და კონსტიტუციის სიღრმისეული ცოდნა, სასამართლო პრაქტიკა აუცილებელია;
  • უმაღლესი იურიდიული განათლება;
  • სამოქალაქო საკითხებში მუშაობის მინიმუმ 3-წლიანი გამოცდილება;
  • რუსული და ქართული ენების თავისუფლად ფლობა გამართული გრამატიკით (წერითი და სასაუბრო);
  • სხვადასხვა ინსტანციებისთვის წერილების, მიმართვების მომზადების გამოცდილება;
  • შედეგზე ორიენტირებული მოტივაციის მაღალი დონე;

ვალდებულებები:
  • საქველმოქმედო ფონდში მოქალაქეთა მომართვებთან მუშაობა;
  • იმ მოქალაქეთა საკითხების გადაჭრა, რომლებიც დახმარებისთვის მოგვმართავენ: წერილების, იურიდიული დოკუმენტების, კონსულტაციების, მიმართვების მომზადება კომპანიებში, ორგანიზაციებში, ხელისუფლების ორგანოებში, სასამართლოებში საკითხების გადაჭრისა და დახმარების მიზნით. დახმარების მთხოვნელი თითოეული ადამიანის/ოჯახის პრობლემის დეტალურად დამუშავება, მოქმედების გეგმის, ვადების დასახვა, აგრეთვე, რის გაკეთება შეიძლება თითოეულ კონკრეტულ შემთხვევაში;
  • ხელმძღვანელობის დავალებით მოთხოვნების/პასუხების მომზადება ოფიციალური ორგანოებისთვის;
  • მონაწილეობის მიღება ფონდის საქმეებისთვის წარმოებულ სასამართლო განხილვებში;
  • ფონდის ხელმძღვანელობასა და დამფუძნებელთან ხაზზე ყოფნა დღისა და ღამის ნებისმიერ მონაკვეთში (ზარზე პასუხი). თუმცა ასეთი რამ პრაქტიკულად არ ხდება!

სამუშაო პირობები:
  • სამუშაო გრაფიკი 9.00—18.00 ქ. თბილისში;
  • ხელფასი – 1000-1500 დოლ. საქართველოს ეროვნული ვალუტის კურსით ლარში + პრემიები კარგად შესრულებული საქმისთვის.
  • მუშაობის პირველი თვე – სტაჟირება – 800 დოლ., რომელიც შეიძლება უფრო ადრე დასრულდეს: ან კონტრაქტის ერთი წლით გაგრძელებით, ან სამუშაოდან წასვლით, თუ სტაჟიორის მიერ დეკლარირებული ცოდნა არ შეესაბამება სინამდვილეს და სწავლის სურვილიც არ აქვს!
  • უფასოდ სწავლა უკრაინის დამსახურებულ იურისტთან, სამართლის დოქტორ ლეონიდ ჩერნოვეცკთან!
  • ძალიან მაღალი ხელფასით მაღალი კარიერული ზრდის შესაძლებლობა.

ურადღება! მისამართი კონკურსში მონაწილეობისთვის განაცხადის გამოსაგზავნად: mydreamwork999@gmail.com, გამოგზავნის დროს წერილის თემის ველში მიუთითეთ „იურისტი“, რათა ვიცოდეთ, კომპანიის რომელ ვაკანსიას გამოეხმაურეთ.
გმადლობთ, რომ დაინტერესდით ჩვენი ვაკანსიით!