ლოჯისტიკის მენეჯერი

თბილისი სრული განაკვეთი ვილსმენი
მივლინება: არა
განათლება: ბაკალავრი ენები: რუსული, ინგლისური, თურქული
ლოგისტიკა/ტრანსპორტი: ლოჯისტიკის მენეჯერი
სატრანსპორტო კომპანია „ვილსმენი“ აცხადებს ვაკანსიას ლოგისტიკის მენეჯერის პოზიციაზე. 
კომპანია „ვილსმენი“ - ტრანსპორტი და ლოგისტიკა ჩვენი სამყაროა. ჩვენი საქმიანობა მოითხოვს მასშტაბურ აზროვნებას. ამბიციების გარეშე წარმატებული ვერ იქნები. ჩვენი გუნდისთვის დამახასიათებელია მასშტაბური, თამამი იდეები, რაც გვეხმარება აქტუალურობისა და მოწინავე პოზიციების შენარჩუნებაში ჩვენს სფეროში. 
კომპანიის ვებ-გვერდი: www.wheelsman.ge  

სამუშაოს ადგილმდებარეობა: თბილისი, საბურთალო, გიორგი სააკაძის მოედანი 
განაკვეთი: სრული 
სამუშაო საათები: ორშაბათი-პარასკევი 09:30-18:30 
ანაზღაურება: კანდიდატის კვალიფიკაციის და გამოცდილების შესაბამისად, ფიქსირებულს + ბონუსი 
 
ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები: 
  • შემოსული შეკვეთების დროული დამუშავება; 
  • სახმელეთო მიმართულებით ტრანსპორტირების ციკლის დაგეგმვა; 
  • გადაზიდვების ორგანიზება და ტვირთის ადგილმდებარეობის ყოველდღიური მონიტორინგი; 
  • გადაზიდვებთან დაკავშირებული დოკუმენტების მომზადება და დაარქივება; 
  • ახალი გადამზიდების მოძიება და მათთან გრძელვადიანი ურთიერთობის ჩამოყალიბება; 
 
ძირითადი მოთხოვნები: 
  • უმაღლესი განათლება;  
  • სასურველია გადაზიდვების სფეროში მუშაობის გამოცდილება; 
  • რუსული ენის ცოდნა (ინგლისური ან თურქული ენის ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად); 
  • საოფისე კომპიუტერული პროგრამების ცოდნა; 
 
უნარ-ჩვევები: 
  • მიზანმიმართულობა და შედეგზე ორიენტირებულობა; 
  • ეფექტური კომუნიკაციისა და მოლაპარაკებების უნარი; 
  • შრომისმოყვარეობა; 
  • პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა; 
  • დროის ეფექტურად მართვის უნარი; 
  • პრობლემური სიტუაციის მართვის უნარი; 
 
დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი CV შემდეგ მისამართზე: hr@wheelsman.ge. გთხოვთ, სათაურის ველში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება - ლოგისტიკის მენეჯერი. 
დავუკავშირდებით მხოლოდ გასაუბრებისთვის შერჩეულ კანდიდატებს. 
გისურვებთ წარმატებას!