უძრავი ქონების აგენტი

თბილისი სრული განაკვეთი Flatz
განათლება: საშუალო განათლება ენები: ინგლისური
სამშენებლო, უძრავი ქონება: უძრავი ქონების აგენტი

Flatz ეძებს ენერგიულ, მიზანდასახულ და შედეგზე ორიენტიერებულ ახალგაზრდებს რომ გახდნენ ჩვენი მოწინავე გუნდის წევრები.

Flatz Georgia, რომელმაც ინოვაციური მიდგომებით დაიმკვიდრა უძრავი ქონების ბაზარზე თავი, მუდმივად ზრდის პროცესშია. არ გაუშვა ხელიდან შანსი გახდე შენი საქმის პროფესიონალი!

 

Flatz  აცხადებს ვაკანსიას უძრავი ქონების აგენტის პოზიციაზე.

 

საქმიანობის აღწერა: 

  • უძრავი ქონების ძიება და სელექცია 
  • სატელეფონო კომუნიკაცია
  • განცხადებების კომპანიის პლატფორმაზე განთავსება
  • კომპანიის ბაზების განახლება და ედიტირება 
  • მომხმარებელთათვის კატალოგის შეთავაზება
  • ვიზიტების ორგანიზება

 

ჩვენ გთავაზობთ:

  • ფიქსირებულ  და გამომუშავებაზე მიბმულ ანაზღაურებას
  • მოქნილ გრაფიკს რომელიც დიდწილად მორგებულია თქვენზე
  • დისტანციურად მუშაობის შესაძლებლობას სახლიდან
  • ულიმიტო პოტენციალის გარემოს 
  • ახალი იდეების მიმართ კეთილგანწყობილ გუნდს
  • კონკურენტულ ანაზღაურებას 
  • 2 დღიან ინფორმატიულ ტრენინგს
  • მუშაობის დაწყების შესაძლებლობას უმოკლეს ვადაში

 

სანაცვლოდ მოვითხოვთ:

  • სისხარტეს და დროში ეფექტურობას
  • გამართულ მეტყველებას და პოზიტიურ კომუნიკაციას
  • ინგლისურის მინიმუმ B1 დონეზე ცოდნას
  • პუნქტუალურობას და დროის მენეჯმენტის შეუდარებელ უნარს
  • ადგილზე პრობლემის ეფექტურად გადაჭრის (მაგ. მოლაპარაკების) უნარს
  • აუცილებელია გამართული ტელეფონის და კომპიუტერის (ლეპტოპის/პერს. კომპიუტერის) ქონა

 

დაინტერესებულ პირებს გთხოვთ გამოეხმაუროთ განცხადებას „ გაგზავნე CV“ ღილაკის საშუალებით.

 

გისურვებთ წარმატებას!

გაგზავნე CV