საგარანტიო შემთხვევბის კოორდინატორი

თბილისი სრული განაკვეთი შკოდა
მივლინება: არა ხელფასი: 2000
ენები: ინგლისური, გერმანული
ავტო-მოტო სერვისი: სხვა (ავტო-მოტო სერვისი)
ჩეხური საავტომობილო კომპანიის “შკოდას” ოფიციალური დისტირბუტორი საქართველოში “ავტო ცენტრი თბილსი”, ეძებს გუნდის ახალ წევრს, საგარანტიო შემთხვევბის კოორდინატორის პოზიციაზე.  
“ავტო ცენტრი თბილისი”, წარმოადგენს ჩეხური ავტომწარმოებლის VW-ის ჯგუფის წევრის „შკოდას“  ოფიციალურ დისტრიბუტორს საქადრთველოში. რაც გულისხმობს ავტომობილების და სათადარიგო ნაწილების იმპორტს ქართულ ბაზარზე და საქართველოს მომხმარებლებისთვის ავტომობილის ყიდვისა და სერვისის უზრუნველყოფას. 
 
სამუშაო დრო – ორშაბათი-პარასკევი - 10:00 საათიდან 18:00 საათამდე. 
ანაზღაურება - 2000 ლარი ფიქსირებული 
მისამართი – ქ. თბილისი  აღმაშენებლის ხეივანი #244 
 
ძირითადი ფუნქციები/მოვალეობები: 
  • მომხმარებლის საჩივრის გადამოწმება და  განაცხადის შევსება მომხმარებლის მიერ მოწოდებული ინფორმაციის მიხედვით; 
  • პრობლემური საკითხის დეტალური შესწავლა, პრობლემის სრულყოფილად იდენტიფიცირებისთვის; 
  • პორბლემის იდენტიფიცირების შემდეგ ავტომობილის შესაბამის სპეციალისტთან გადამისამართება; 
  • გამოვლენილი პრობლემის გადამოწმება ქარხნის პორტალზე, მისი გადაწყვეტის გზის უკვე არსებობის შემთხვევაში, ინფორმაციის გაცნობა და ასევე მიწოდება შესაბამისი სპეცილაისტისათვის;  
  • სერვისში  შესრულებული სამუშაოების კონტროლი, ქარხნის რეკომენდაციების დაცვით; 
  • ქარხნის რეკომენდაციის მიხედვით სახარჯი და სათადარიგო მასალების გამოყენების მონიტორინგი; 
  • ტექნიკურ საკითხებზე, ქარხანასათან კომუნიკაცია ელექტორნული პორტალის საშუალებით; 
  • საგარანტიო შემთხვევბის მართვის დასრულებისათვის ყველა საჭირო დოკუმენტაციის შეგროვება და მათი სწორად შევსების მონიტორინგი; 
  • სერვისის დასრულების შემდეგ აღდგენილი ავტომობილის დაბრუნება მომხმარებელთან; 
 
ძირითადი მოთხოვნები: 
  • სასურველია ავტოინდუსტრიაში მუშაობის გამოცდილება; 
  • სავალდებულოა ინგლისური ან გერმანული ენის მარალ დონეზე ცოდნა; 
  • ავტომანქანისდ მახასიათებლების დეტალური ცოდნა; 
 
სხვა მოთხოვნები: 
  • დეტალებზე ორიენტირებულობა 
  • პასუხისმგებლობის გრძნობა 
  • დროის მართვის უნარი 
  • კოლეგიალურობა 
  • კომუნიკაციის უნარი 
 
 
დაინტერესების შემთხვევაში, გამოგვიგზავნეთ რეზიუმე, ელექტრონულ მისამართზე - hr@skoda.ge
გთხოვთ, Subject-ის ველში, აუცილებლად მიუთითოთ პოზიციის დასახელება -საგარანტიო შემტევევბის კოორდინატორი 
 
განაცხადების მიღების ბოლო ვადა - 22.09.2024 წ. 
 
„შკოდა“ მადლობას გიხდით ვაკანტური პოზიციით დაინტერესებისათვის და გისურვებთ წარმატებას. 
 
"შკოდა" - ში თქვენ მიერ გაგზავნილი რეზიუმე შესაძლოა შეიცავდეს "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონით გათვალისწინებულ პერსონალურ მონაცემებს, მათ შორის, განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემებს. გაცნობებთ, რომ თქვენი პერსონალური მონაცემები "შკოდა" - ს მიერ დამუშავდება თქვენთან სახელშეკრულებო, მათ შორის, შრომითი ურთიერთობის დამყარების შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნებისათვის. ასევე, თქვენ მიერ გამოგზავნილი რეზიუმე შესაძლოა არ იქნას განხილული მოცემულ ვაკანსიაზე და დარეზერვებული იქნას სხვა რელევანტური ვაკანსიისათვის, არაუმეტეს 3 წლის ვადით. იმ შემთხვევაში, თუ ეთანხმებით ზემოთ აღნიშნულს, გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ თქვენი რეზიუმე.