მძღოლი

ყაზბეგი, გუდაური სრული განაკვეთი გუდაური ინნ
მივლინება: არა
ავტო-მოტო სერვისი: მსუბუქი ავტომობილის მძღოლი
ინნ ჯგუფი საქართველოს ბაზარზე 4 სასტუმროთი ოპერირებს: ივერია ინნ, გუდაური ინნ, ქუთაისი ინნ, და გორი ინნ.
სასტუმრო გუდაური ინნ ამჟამად ეძებს მძღოლს

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:
  • თანამშრომლების გადაადგილების უზრუნველყოფა
  • კომპანიის მხრიდან დაწესებული სტანდარტებისა და ნორმების დაცვა;
  • მარშუტების დოკუმენტაციის ყოველდღური წარმოება.
  • პროდუქციის მიწოდება ობიექტებისთვის მანქანის საშუალებით, თბილისსა და რეგიონების მასშტაბით
  • ხელმძღვანელის უშუალო დავალებების შესრულება.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
  • მართვის მოწმობა აუცილებელია
  • მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება - მინიმუმ 1 წელი

პროფესიული უნარ-ჩვევები:
  • პუნქტუალური;
  • დისციპლინირებული;
  • შრომისმოყვარე;
  • პასუხისმგებლობის გრძნობა;
  • მშვიდი და გაწონასწორებული.

დაინტერესებულმა პირებმა, გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: Kiziriasofia@gmail.com
სათაურის ველში გთხოვთ, აუცილებლად მიუთითოთ პოზიციის დასახელება. მოცემულ ვაკანსიას შესაძლოა დაემატოს პუნქტები ან შეცვალოს ზემოთმოყვანილი აღწერილობა.

კანდიდატის შერჩევა მოხდება მისი მონაცემების დამუშავებისა და მასთან გასაუბრების საფუძველზე. პერსონალური მონაცემი, რომელიც შპს "გუდაური ინნ"-სთვის ხელმისაწვდომი გახდება კომპანიაში გამოცხადებულ ამა თუ იმ ვაკანსიაზე განაცხადების განხილვისას, რაც მოიცავს, მაგრამ არ შემოიფარგლება თქვენს CV-სა ან/და მის თანდართულ დოკუმენტებში მოცემული მონაცემებით (შემდგომში "კანდიდატის პერსონალური მონაცემები"), შეგროვდება და
დამუშავდება ვაკანსიაზე თქვენი განაცხადის შენახვისა და განხილვის, ასევე კანდიდატთა შერჩევის პროცესში თქვენი დაშვების მიზნით და საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად. კანდიდატის პერსონალური მონაცემები შეინახება არაუმეტეს 1 (ერთი) თვის ვადით. თუ გსურთ შპს " გუდაური ინნ“ -მა შეწყვიტოს მონაცემების დამუშავება, გაითვალისწინეთ, რომ კანდიდატის პერსონალური მონაცემების შპს " გუდაური ინნ" -სთვის გაგზავნით, თქვენ ადასტურებთ, რომ გაეცანით წინამდებარე შეტყობინებას და თანახმა ხართ, თქვენი პერსონალური მონაცემები შეგროვდეს, შენახულ იქნას, გადაიცეს ან/და დამუშავდეს ზემოთ ხსენებული ფორმით. ყოველივე აღნიშნულზე თანხმობა აუცილებელი პირობაა შპს გუდაური ინნ -ში ნებისმიერ პოზიციაზე თქვენი კანდიდატურის განსახილველად. წინამდებარე შეტყობინება არ განიხილება, როგორც შპს გუდაური ინნ -ში დასაქმებულის ინდივიდუალური შრომითი ხელშეკრულების ნაწილი.
რჩეულებში დამატება