Shota@Rustaveli Boutique Hotel აცხადებს ვაკანსიას ბარმენის პოზიციაზე.
ძირითადი მოვალეობები:
- დადგენილი რეცეპტურის მიხედვით კოქტეილებისა და გამაგრილებელი სასმელების მომზადება;
- სასმელების მენიუს ზედმიწევნით კარგად ცოდნა, სიახლეებთან და ცვლილებებთან დაკავშირებით სტუმრების ინფორმირება;
- შეკვეთების მიღება და პროგრამული ასახვა მაქსიმალური სიზუსტით;
- ეფექტური კომუნიკაციის უზრუნველყოფა მიმტანებთან შეკვეთების მიღება/გაცემის პროცესში;
- პრობლემატურ საკითხებთან დაკავშირებით უშუალო ხელმძღვანელის ინფორმირება ოპტიმალურ დროში;
- მენეჯერის დავალებების შესრულება ბარის მოწესრიგებასთან და სერვისის უზრუნველყოფასთან დაკავშირებით;
აუცილებელი მოთხოვნები:
- აუცილებელია მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება;
- ინგლისური ენის ცოდნა სასაუბრო დონეზე; ნებისმიერი დამატებითი ენის ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად;
- კომუნიკაციის კარგი უნარი;
- დეტალებზე ორიენტირებულობა;
- პასუხისმგებლობის გრძნობა;
- გუნდური მუშაობის უნარი;
ჩვენ გთავაზობთ:
- მეგობრულ სამუშაო გარემოს;
- ჯანმრთელობის დაზღვევას;
- კვებით უზრუნველყოფას;
- ტრანსპორტირებას საღამოს ცვლაში;
- კვირაში 40 სამუშაო საათი;
- ფიქსირებული ხელფასი 1150ლ+ბონუსი მაღალ სეზონზე;
დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე შემდეგ ელექტრონულ მისამართზე:
hr@shotahotels.com და სათაურის ველში გთხოვთ მიუთითოთ პოზიციის დასახელება.