მძღოლ-დისტრიბუტორი

თბილისი სრული განაკვეთი იტა
მივლინება: არა
მართვის მოწმობა: B, C
ლოგისტიკა/ტრანსპორტი: დისტრიბუტორ-ექსპედიტორი
კომპანია  ‘იტა’ ეძებს გუნდის ახალ წევრს, მძღოლ-დისტრიბუტორის პოზიციაზე.

კომპანია იტა 2007 წლიდან  მუშაობს რამოდენიმე მიმართულებით: სათადარიგო ნაწილები, სავაჭრო ობიექტები და ავტო მომსახურება. ფლობს იმპორტული პროდუქციის სადისტრიბუციო ქსელს საქართველოს მასშტაბით.

სარეალიზაციო პროდუქცია:
ავტონაწილები, ზეთები და ტექ-სითხეები, აკუმულატორები

სამუშაო დრო – ორშაბათი-პარასკევი - 10:00 საათიდან 18:00 საათამდე, შაბათი - 10:00 საათიდან 14:30 საათამდე.
ანაზღაურება ცვალებადია და დამოკიდებულია:  1400 ლარი ნეტი.

ძირითადი ფუნქციები/მოვალეობები:
  • ავტო მანქანის დატვირთვა პროდუქციით და წინასწარ განსაზღვრულ მისამართებზე პროდუქციის გადატვირთვა;
  • ზედნადების მიხედვით შეკვეთების მითვლა;
  • ობიექტების მომარაგება გაწერილი გეგმისა და მარშრუტის მიხედვით;
  • ავტომანქანის სისუფთავეზე ზრუნვა და ტექნიკური მდგომარეობის კონტროლი.

ძირითადი მოთხოვნები:
  • ავტომობილის მართვა (B კატეგორია), უპირატესად ჩაითვლება C კატეგორია;
  • ავტომობილის მართვის არანაკლებ 2 წლიანი გამოცდილება;
  • სასურველია დისტრიბუტორის პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება.

სხვა მოთხოვნები:
  • მიზანდასახულობა;
  • კომუნიკაბელურობა;
  • პროდუქციის ტექნიკური მახასიათებლების სწრაფად ათვისების უნარი;
  • ინტერესი საავტომობილო სფეროს მიმართ და ზოგადი ცოდნა ინდუსტრიის და ტექნოლოგიების შესახებ;

ჩვენ გთავაზობთ, ჯანმრთელობის დაზღვევს,  განვითარების შესაძლებლობას და მეგობრულ სამუშაო გარემოს.

დაინტერესების შემთხვევაში, გამოგვიგზავნეთ რეზიუმე, ელექტრონულ მისამართზე - hr@ita.com.ge გთხოვთ, Subject-ის ველში, აუცილებლად მიუთითოთ პოზიციის დასახელება - მძღოლ-დისტრიბუტორი.
განაცხადების მიღების ბოლო ვადა - 21.09.2024 წ.

„იტა“ მადლობას გიხდით ვაკანტური პოზიციით დაინტერესებისათვის და გისურვებთ წარმატებას.
"იტა" - ში თქვენ მიერ გაგზავნილი რეზიუმე შესაძლოა შეიცავდეს "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონით გათვალისწინებულ პერსონალურ მონაცემებს, მათ შორის, განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემებს. გაცნობებთ, რომ თქვენი პერსონალური მონაცემები "კია საქართველო" - ს მიერ დამუშავდება თქვენთან სახელშეკრულებო, მათ შორის, შრომითი ურთიერთობის დამყარების შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნებისათვის. ასევე, თქვენ მიერ გამოგზავნილი რეზიუმე შესაძლოა არ იქნას განხილული მოცემულ ვაკანსიაზე და დარეზერვებული იქნას სხვა რელევანტური ვაკანსიისათვის, არაუმეტეს 3 წლის ვადით. იმ შემთხვევაში, თუ ეთანხმებით ზემოთ აღნიშნულს, გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ თქვენი რეზიუმე.