კონსტრუქტორი

თბილისი სრული განაკვეთი ელემენტ კონსტრაქშენი
განათლება: ბაკალავრი გამოცდილება: 2 - 3 წლამდე ენები: ინგლისური, რუსული
წარმოება/ოპერაციები: კონსტრუქტორი

ნომერ პირველი ინდუსტრიული სამშენებლო კომპანია ,,ელემენტ კონსტრაქშენი“ 2007 წელს დაარსდა.  კომპანიის მრავალწლიანი გამოცდილება არის სანდოობის, საიმედოობისა და გრძელვადიანი თანამშრომლობის გარანტი. 
„ელემენტ კონსტრაქშენი"-ს ყველაზე მნიშვნელოვან აქტივს კომპანიაში დასაქმებული პერსონალი წარმოადგენს. ჩვენ მუდამ ვზრუნავთ ჩვენი თანამშრომლების კეთილდღეობაზე, პროფესიულ წინსვლასა და განვითარებაზე. ჩვენი  გუნდი  450-ზე მეტ  თანამშრომელს  აერთიანებს.  
კომპანიის შესახებ დამატებითი ინფორმაციისათვის   ეწვიეთ ჩვენს გვერდს:  www.ec.ge 
 
შპს ,,ელემენტ  კონსტრაქშენი“ აცხადებს ვაკანსიას კონსტრუქტორის პოზიციაზე 
სამუშაო ადგილი: თბილისი 
სამუშაო  განაკვეთი: სრული 
 
მოვალეობები: 

  • პროექტის სტრუქტურული ნაწილის დამუშავება (რკინაბეტონთან ერთად სასურველია ფოლადის კონსტრუქციებიც); 
  • ანალიტიკური მოდელირება; 
  • კონსტრუქციული პროექტების შესაბამისი დოკუმენტაციის მომზადება  
  • კონსტრუქციული ნახაზების მომზადება და პროექტირება 
  • მოცულობის დათვლა (სპეციფიკაციის გაკეთება) 
  • კონსტრუქციული გაანგარიშება. მეორე მხარის კონსტრუქციული პროექტების ტექნიკურ-ეკონომიკური განხილვა და ექსპერტიზა 
  • საჭიროების შემთხვევაში, მშენებლობის დროს პროექტების სამშენებლო ნორმებისა და სტანდარტების დაცვის ტექნიკური ზედამხედველობა  
 
საკვალიფიკაციო მოთხოვნები: 
  •  სამშენებლო სფეროში მსგავს  პოზიციაზე მუშაობის სულ მცირე  3 წლის გამოცდილება; 
  • უმაღლესი ტექნიკური განათლება სამშენებლო მიმართულებით; 
  • აუცილებელია ინგლისური ენის სრულყოფილად ცოდნა; 
  • სასურველია რუსული ენის ცოდნა; 
  • კომპიუტერული პროგრამების სრულყოფილად ცოდნა (Microsoft Office, Lira, AutoCAD.) 
  • სამშენებლო სტანდარტების ნორმებისა და წესების მშენებლობის მარეგულირებელი კანონმდებლობის ცოდნა 
  • შრომის უსაფრთხოების კანონმდებლობის ცოდნა 
 
სამუშაო პირობები: 
  • სამუშაო განაკვეთი: სრული, ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით, 09:30-დან 18:30 -მდე; 
  • ანაზღაურება:კანდიდატის კვალიფიკაციიდან გამომდინარე , ინდივიდუალურად იქნება განხილული.  
 
უნარ-ჩვევები:  
  • ლოგიკური და ანალიტიკური აზროვნების უნარი; 
  • რამდენიმე დავალებაზე ერთდროულად მუშაობის უნარი; 
  • გუნდური მუშაობის უნარი; 
  • დეტალებზე ორიენტირებულობა; 
  • დროის მენეჯმენტი; 
  • კარიერულ ზრდაზე ორიენტირებულობა. 
 
 
დაინტერესებულმა კანდიდატებმა გამოაგზავნეთ თქვენი СV და პორტფოლიო შემდეგ ელექტრონულ მისამართზე : career@ec.ge     2024 წლის 21 სექტემბრამდე. 
სათაურის ველში გთხოვთ მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება , წინააღმდეგ შემთხვევაში, კომპანია იტოვებს უფლებას არ განიხილოს თქვენი კანდიდატურა. 
თქვენ მიერ CV-ის გამოგზავნით, თქვენ თანხმობას აცხადებთ შპს  „ელემენტ კონსთრაქშენმა" დაამუშავოს თქვენი პერსონალური მონაცემები დასაქმების მიზნით. თქვენი პერსონალური მონაცემები შეინახება შპს „ელემენტ კონსთრაქშენის“ ბაზაში 1 წლის ვადით. 
 
გისურვებთ წარმატებებს!