საწყობის თანამშრომელი

თბილისი სრული განაკვეთი მეტალ ჯორჯია
მივლინება: არა ხელფასი: 1200
ლოგისტიკა/ტრანსპორტი: საწყობის თანამშრომელი
კომპანია "მეტალ ჯორჯია" წარმოადგენს შავი ლითონის (კერძოდ: არმატურა, შველერი, გლინულა, კუთხოვანა, მასიური კვადრატი, პროფილური და მრვალი მილები, ორტესებრი კოჭი და ფურცლოვანი ფოლადი) საცალო და საბითუმო სავაჭრო ქსელს.  კომპანია 20 წელია წარმატებით არსებობს ქართულ ბაზარზე და გამოირჩევა სტაბილურობით და მუდმივი განვითარებით.  
 
კომპანია ეძებს გუნდის ახალ წევრებს საწყობის თანამშრომლის პოზიციაზე. 
 
ჩვენ გთავაზობთ: 
  • მეგობრულ და კეთილგანწყობილ სამუშაო გარემოს; 
  • სტაბილურ  შემოსავალს. 
 
ფუნქცია-მოვალეობები: 
  • საწყობში შემოსული ტვირთის დაცლა/დასაწყობება; 
  • საწყობიდან გასული გაყიდული პროდუქციის ბორტზე ატვირთვა. 
 
მოთხოვნები: 
  • ფიზიკურად მუშაობის შესაძლებლობა. 
 
სამუშაო საათები: ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით 9:00 - 17:00, შაბათს 9:00 – 14:00. 
სამუშაო ადგილი: ქ. თბილისი 
ანაზღაურება: 1200 ლარი, 2 თვის შემდეგ გადახედვის პერსპექტივით 
 
დაინტერესების შემთხვევაში გთხოვთ დაგვიკავშირდით ნომერზე +995 550 007 195 ან გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე მითითებულ ელ-ფოსტაზე: hr@metalgeorgia.ge და სათაურის ველში „საწყობის სპეციალისტი“. 
 
შპს "მეტალ ჯეორჯია“ თქვენ მიერ გაგზავნილი რეზიუმე "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად, შესაძლოა შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს, მათ შორის განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემებსაც. გთხოვთ, გაითვალისწინეთ, რომ თქვენი პერსონალური მონაცემები შპს "მეტალ ჯეორჯიას“ მხრიდან დამუშავდება თქვენთან სახელშეკრულებო, მათ შორის შრომითი ურთიერთობის დამყარების შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნებისათვის შემდგომი 6 თვის განმავლობაში. 
 
შპს "მეტალ ჯეორჯია“ მადლობას გიხდით ვაკანტური თანამდებობით დაინტერესებისთვის და გისურვებთ წარმატებას!