გაყიდვების მენეჯერი

თბილისი სრული განაკვეთი მეტალ ჯორჯია
მივლინება: არა ხელფასი: 1000
გაყიდვები: გაყიდვების მენეჯერი
დასახელება: გაყიდვების მენეჯერი
მომწოდებელი: მეტალ ჯორჯია

კომპანია "მეტალ ჯორჯია" წარმოადგენს შავი ლითონის (კერძოდ: არმატურა, შველერი, გლინულა, კუთხოვანა, მასიური კვადრატი, პროფილური და მრვალი მილები, ორტესებრი კოჭი და ფურცლოვანი ფოლადი) საცალო და საბითუმო სავაჭრო ქსელს.  კომპანია 20 წელია წარმატებით არსებობს ქართულ ბაზარზე და გამოირჩევა სტაბილურობით და მუდმივი განვითარევით. 

კომპანია ეძებს გუნდის ახალ წევრებს  გაყიდვების მენეჯერის პოზიციაზე.

ჩვენ გთავაზობთ:
  • მეგობრულ და კეთილგანწყობილ სამუშაო გარემოს;
  • განვითარებისა და წინსვლის შესაძლებლობას;
  • ავტომობილის ცვეთის ყოველთვიურ კომპენსაციას;
  • საწვავის თანხას.

ფუნქცია-მოვალეობები:
  • კომპანიის პროდუქციის შესახებ ინფორმაციის სრულყოფილად ცოდნა;
  • კომპანიაში არსებული ბაზის საფუძველზე პოტენციური კლიენტების მოძიება, ზარების და შეხვედრების დაგეგმვა, განხორციელება;
  • მომხმარებლის მოთხოვნის სწორი ანალიზი;
  • შეხვედრების ჩატარება (გასვლითი და მიღება ოფისში)
  • არსებული ბაზის გამდიდრება და სამშენებლო კომპანიებში ვიზიტი დაგეგმვა;
  • სამშენებლო ობიექტების წარმომადგენლებთან მოლაპარაკებების წარმოება, პროდუქციის პრეზენტაციის წარდგენა;
  • პროდუქციის შეთავაზება და კონსულტაიის ჩატარება;
  • შეკვეთის გაფორმება და მიწოდების საკითხების დაზუსტება;
  • კონტაქტზე ყოფნა პოტენციურ დამკვეთებთან და არსებულ დამკვეთებთან: შეთავაზების გადაგზავნა, სიახლეების გაცნობა, შეხსენებების გაკეთება;
  • ყოველდღიური და ყოველთვიური რეპორტინგის მომზადება. 

მოთხოვნები:
  • გაყიდვების სფეროში მუშაობის გამოცდილება;
  • სასურველია სამშენებლო სფეროში გამოცდილება;
  • აუცილებელია საკუთარი ავტომობილის ყოლა.

სამუშაო საათები: ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით 9:00 - 17:00, შაბათს 9:00 – 14:00.
სამუშაო ადგილი: ქ. თბილისი
ანაზღაურება: ფიქსირებული 1000 ლარი + ბონუსი (საშუალოდ 1500-2000 ლარი)

დაინტერესების შემთხვევაში გთხოვთ დაგვიკავშირდით ნომერზე +995 550 007 195 ან გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე მითითებულ ელ-ფოსტაზე: hr@metalgeorgia.ge და სათაურის ველში მიუთითეთ „გაყიდვების მენეჯერი“.

შპს "მეტალ ჯეორჯია“ თქვენ მიერ გაგზავნილი რეზიუმე "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად, შესაძლოა შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს, მათ შორის განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემებსაც. გთხოვთ, გაითვალისწინეთ, რომ თქვენი პერსონალური მონაცემები შპს "მეტალ ჯეორჯიას“ მხრიდან დამუშავდება თქვენთან სახელშეკრულებო, მათ შორის შრომითი ურთიერთობის დამყარების შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნებისათვის შემდგომი 6 თვის განმავლობაში.
შპს "მეტალ ჯეორჯია“ მადლობას გიხდით ვაკანტური თანამდებობით დაინტერესებისთვის და გისურვებთ წარმატებას!